„საქართველოს წინააღმდეგ დიდი ღალატი მზადდება” – ბონდო მძინარაშვილი

19,519 წაკითხვა

“საქართველოს წინააღმდეგ დიდი ღალატი მზადდება”- ამის შესახებ ჟურნალისრტი ბონდო მძინარაშვილი ფეისბუქში წერს:

“ანდრიუს კუბილიუსმა, რომელსაც ბოკერვილები ჭკვიან პოლიტიკოსად წარმოგვიდგენენ, საქართველოში ევროკავშირი დამარხა:

კუბილიუსის უგუნური განცხადების შემდეგ მთელი ქვეყანა ლაპარაკობს, რომ ევროკავშირი 48 მილიონის ქურდ უგულავას განთავისუფლების სანაცვლოდ 500 მილიონს იხდის!

ეს არის საქართველოს ევროპული გზის დისკრედიტაცია!

ეს არის საქართველოს ევროპული არჩევანის დისკრედიტაცია!

და თან ისეთი დისკრედიტაცია, ხალხს დიდი ხნის განმავლობაში რომ არ დაავიწყდება!

იქნებ, ნაცების და ბოკერვილების მიზანიც სწორედ ეს იყო?!

აკი, წლების მანძილზე ერთგულად ემსახურებიან პატრონს, რომლის მიზნების მისაღწევად 2006 წელს საკონსტიტუციო ცვლილებები განახორციელეს, კანონი მიიღეს და პრეზიდენტის ბრძანებულება გამოსცეს: კოდორის ხეობა ზემო აფხაზეთად გამოაცხადეს და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრები აღადგინეს – ახალგორის რაიონი მთლიანად და გორის, ქარელის და კასპის რაიონების სოფლები სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციას მიაკუთვნეს, 2008 წლის აგვისტოში კი სოხუმს და ცხინვალს დამოუკიდებლობის აღიარება აზეიმეს!

აი, ეს ადამიანები არიან, დასავლურობით რომ კეკლუცობენ და რეალურად საქართველოს დაქუცმაცება აქვთ მიზნად!

წლეულს დიდი შეთქმულების დასკვნითი ეტაპის მომსწრენი გავხდებით!

ეს არის შეთქმულება არა მხოლოდ საქართველოს ევროპული არჩევანის, არამედ საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ!

და ამ შეთქმულებაში მონაწილეთა წრე იმდენად ფართოა, რომ საქართველოს მოსახლეობა დიდ სიფრთხილეს თუ არ გამოიჩენს, თავზე დაგვემხობა საქართველოს სახელმწიფო და ამ სამი ათეული წლის განმავლობაში გაღებული მსხვერპლიც უშედეგო იქნება!

საქართველოს წინააღმდეგ დიდი ღალატი მზადდება!

ფრთხილად!”– წერს ბონდო მძინარაშვილი.

Next Post

„ახალ პანღურამდე მაინც ცოტა მოდუნდით“ - ირინა სარიშვილი

შაბ მაი 16 , 2020
19,519 წაკითხვასააკაშვილის ამბებით ჯერ ისევ ჰაერში გაკვანწულებს არ დაგაცალეს მიწაზე დაშვება და კიდევ აგაბურთავეს პოლიტპატიმრების განთავისუფლებით  არ დაიღალეთ ჰაერში ტრიალით? ახალ პანღურამდე მაინც ცოტა მოდუნდით, დაისვენეთ – წინ რთული გზა გაქვთ გადასატანი. ირინა სარიშვილი