„20 ივნისს გადავჭერით ივანიშვილს ფარული კავშირები რუსეთთან“ – ირაკლი ოქრუაშვილი

1,632 წაკითხვა

ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, „როდესაც ხელისუფლება სჩადის შეცდომას, საუკეთესო საშუალება ამ შეცდომის გამოსწორების და მისი დანგრეული რეპუტაციის რეაბილიტაციის არის ამ შეცდომის დროზე აღიარება, მაგრამ ამათ არ სჩვევიათ ასეთი აღიარებები“.

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის განცხადებით, „ევროპული საქართველოს“ გადაწყვეტილება, რომ მონაწილეობა მიიღოს საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მართებულია.

„ევროპული საქართველოს“ გადაწყვეტილება არის პასუხისმგებლიანი და სწორი. დარწმუნებული ვარ, რომ გიორგი რურუას კარგად ესმის, თუ რატომ მიიღო ევროპულმა საქართველომ ეს გადაწყვეტილება, გიორგი რურუას გათავისუფლება დროში გაიწელა, თორემ აუცილებლად მოუწევს ხელისუფლებას 8 მარტის ხელშეკრულების შესრულება“. – აცხადებს ოქრუაშვილი.

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის განცხადებით, 20 ივნისი საქართველოს უახლოესი ისტორიის მნიშვნელოვანი დღეა:

„20 ივნისს გადავჭერით ივანიშვილს ფარული კავშირები რუსეთთან. ამ დღეს დაიბადა საქართველოს ახალგაზრდა, მებრძოლი თაობა.“ – აცხადებს ოქრუაშვილი.

Next Post

„დამეხმარეთ ვინმე” – ამერიკაში პატიმრობაში მყოფი ავთანდილ ხურციძე დახმარებას ითხოვს

კვი ივნ 21 , 2020
1,632 წაკითხვაამერიკაში პატიმრობაში მყოფი ავთანდილ ხურციძე დახმარებას ითხოვს: „დამნაშავე არა ვარ და არც თავისუფლების იმედი დამიკარგავს. გული იმაზე მწყდება, რომ ჩემს საქმეს „რუსი მაფიოზი“ აწერია და ასეც გამასამართლეს, იმის მიუხედავად, რომ პროცესს ოთხი ქართველი თარჯიმანი მითარგმნიდა. დამეხმარეთ ვინმე ან მთავრობას შეაწვდინეთ ხმა მკვლელებსა და კაციჭამიებთან ერთად ვიხდი სასჯელს, მაგრამ კიდევ უფრო მკაცრი რეჟიმის საპატიმროშიც რომ გადამიყვანონ, ვპირდები ქართველ ხალხს, რომ […]