„უსასტიკესად, წამებაში უნდა ამოხდეთ სული ამ ვანდალიზმის ჩამდენებს“ – მარიამ კუბლაშვილი

2,029 წაკითხვა

ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი 19 წლის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ფაქტს ეხმიანება:

„რა სანატრელია ახლა ,,მიშას ციხე”! უსასტიკესად, წამებაში უნდა ამოხდეთ სული ამ ვანდალიზმის ჩამდენებს. დღევანდელი პირობები კურორტია მსგავსი სასტიკი დამნაშავეებისთვის სასჯელის მოსახდელად! სადისტების გამზრდელმა მშობლებმა სიცოცხლე რა სინდისით უნდა გააგრძელონ, როგორ უნდა გაბედონ და იბრძოლონ მათი თავისუფლებისთვის? ! ყველა ის პირი, ვინც არ ითანამშრომლებს გამოძიებასთან უმკაცრესად უნდა დაისაჯოს!

სად არიან გოგონას მშობლები, ამ პანდემიური აკრძალვების დროს 50 კაცი დაქირავებულ ვილაში რომ შეკრიბა და დააფინანსა? გასათვალისწინებელია ახალგაზრდების ასაკი, მათი ნაცნობობა ან უცნობობა.. მათი საერთო ინტერესები თუ… ? უფრო მეტად სასტიკია მკვლელი/ ები, რომელიც 4 დღე სამძებრო სამუშაოებს შორიდან უყურებდა! ყველა ის ახალგაზრდა, რომელიც დუმდა მთელი ამ ხნის განმავლობაში. უბედური დედის ლამაზი, კეთილი, მშრომელი, სპორტსმენი შვილის ნაცემ სხეულს 4 დღე მდინარე დაათრევდა! ყველა ვინც დუმდა, პოტენციური მკვლელია, ვინც შეესწრო კონფლიქტს, მანქანების დევნას, მის დენად ხასიათს და არ შეატყობინა პოლიციას – თანამონაწილეა!

ვეღარ ვიკავებ თავს. ღმერთო, გასკდა გული! როგორი შვილი მოუკვდა დედას, საქართველოს.”– წერს მარიამ კუბლაშვილი.

Next Post

„ისე უყვარს ქვეყანა რწყევაზეც თანახმაა“ - ირინა სარიშვილი ალეკო ელისაშვილზე

ხუთ ივნ 25 , 2020
2,029 წაკითხვაირინა სარიშვილის პოსტი ფეისბუქში: „სუფთახელებიანმა ელისაშვილმა პოლიტიკას შორიდან რომ ვუყურებდი გული მერეოდაო და ახლოს რომ მივედი კიდევ უარესიო  ისე უყვარს ქვეყანა რწყევაზეც თანახმაა“.

შესაძლოა მოგეწონოთ