ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ფეისბუქზე წერს:
„კრიმინალურმა პოლიციამ გამოკითხვაზე დამიბარა“.
გვარამიას პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში.
„წესით, ხელმძღვანელის პოსტი უნდა შემოგთავაზონ ! იმედია, კიდევ რამეს არ მიაქავენ“
„თავად ვერ გახსნეს აბა დანაშაულიდა რა ქნან დაეხმარე, ნიკა“
„საქმის გახსნა უნდათ ეტყობა და წვალობენ“, – წერენ სოციალურ ქსელში.
p.s. “გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე დაბარებულია “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია. გამოძიების ინტერესის საგანია, თუ რა ინფორმაციას ფლობს ნიკა გვარამია, როგორც “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი არხის ეთერში გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით გაჟღერებული გარემოებების შესახებ”, – აცხადებენ შსს-ში.