ნოე სულაბერიძე – „მე მაპატიეთ…“

601 წაკითხვა

ნოე სულაბერიძე სოციალურ ქსელში ატეხილ აჟიოტაჟს, რომელიც მის მიერ გამოქვეყნებულმა გამოკითხვამ გამოიწვია, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ეხმაურება და წერს:

„ცხოვრების ყველა ეტაპზე თავისუფლება ჩემთვის უმთავრესი ღირებულებაა, ასე იყო, ასე იქნება. ამ ბოლო დროსაც, რასაც ვქმნი, უმეტესობა სწორედ ამ ღირებულებას ეძღვნება, თუმცა ისიც რეალობაა, რომ იგივე ადამიანები, ამას არასდროს სქრინავენ, ეს რა თქმა უნდა ეს არ მიკვირს.

ჩემი ინსტაგრამის გამოკითხვაში კითხვის ფორმულირება იყო მართლაც დაუფიქრებელი. ადამიანები ვართ, უზუსტობა და გადაცდომა ხანდახან ყველას მოგვდის, არ მიჭირს ამის აღიარება, მით უფრო, რომ არც რეზონანსზე დავფიქრებულვარ და არც გამოკითხვის საბოლოო შედეგს ველოდი ასეთს.

მესმის, რომ ჩასაფრებულების მცირე ნაწილს მიზეზი მივეცი ფსევდოპატრიოტული აღშფოთებისთვის, თუმცა ვისაც ჩემი პირადი გვერდის გამოკითხვა მართლა გულწრფელად შეეხო, (მათ შორის ბევრ ჩემთვის უცნობ ადამიანს) მე მაპატიეთ.“

ნიუპოსტი

Next Post

„წავიდა და დაგვიტოვა ტკივილი, ჩვენთვის ცხოვრება აღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც მის სიკვდილამდე იყო“

შაბ აპრ 2 , 2022
601 წაკითხვანიკა გვარამიამ ფეისბუქში დაწერა: “ჩვენს ოჯახში ერთი დიდი ნათურა ენთო, რომელიც უამრავ სინათლეს, სითბოსა და სიკეთეს აფრქვევდა. გუშინ ეს ნათურა ჩაქრა. სამედიცინო მანიპულაციის დროს დააძინეს და ვეღარ გააღვიძეს. სამუდამოდ შეწყდა მისი გულისცემა და სამუდამოდ თან წაიღო ჩვენი სიყვარული. როცა სამი თვის მოიყვანეს, ხელისგულზე ეტეოდა. ხუთი წელი გვჩუქნიდა მხოლოდ სიკეთეს და სიყვარულს. არაფერი არ უნდა ჩვენგან სანაცვლოდ. მძიმე სტრესიდან გამოიყვანა […]