„მათ ნაცვლადაც დამცირებული ხარ. იცით, რატომ? – ვახო სანაია

802 წაკითხვა

ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში წერს:

„ხშირად ვუყურებ რუსების ვიდეობლოგებს აფხაზეთის კურორტების შესახებ. დადიან მაგალითად გაგრის ულამაზეს ადგილებში; ბიჭვინთის პლაჟზე; ეცნობიან სამზარეულოს…
თავიდან საშინლად ბრაზდები თვითონ აფხაზებზე, რომ ასეთ მდგომარეობაშია დღეს ეს ულამაზესი აფხაზეთი და ამ გაუბედურებაში თავიანთი წვლილი შეიტანეს, როცა რუსებს ამოუდგნენ მხარში და ჩვენ გამოგვყარეს. დარჩნენ მოტყუებული და გაღატაკებული. ამაზე ბრაზდები.
მერე კი შეურაცხყოფილად გრძნობ თავს. მათ ნაცვლადაც დამცირებული ხარ. იცით, რატომ ? დადიან ეს რუსი მოგზაურები და ბლოგერები და შეფარვით თუ პირდაპირ დასცინიან ყველაფერს – ღარიბულ სასტუმროებს, დანგრეულ გზებს, ჩვენთვის საყვარელ, მაგრამ მოუვლელ პალმებს, ბინძურ პლაჟებს, მიკროავტობუსებისა თუ ტაქსების მძღოლებს, სამზარეულოს, ხალხს მთლიანად…
ვიღაც რუსი ბომჟები, საბჭოთა პერიოდის გადმონაშთები, რომელთაც ცხოვრებაში არ დაესიზმრებოდათ ის სიმდიდრე, რაც აფხაზეთში იყო და დადიან და აბუჩად იგდებენ ყველაფერს.
თითქოს არ იცოდნენ, რომ თვითონ ამ ღორების ნამოქმედარია, რა მდგომარეობაც ახლა აფხაზეთშია; ბუნება და წყალი ულამაზესია, მთა და ზღვა რომ ერთდება, სასწაულია, მაგრამ თურმე ვერ ხვდება, რატომაა გარშემო სიღარიბე, რატომ არაა ისეთი კაფეები, როგორიც თურქეთსა და ტაილანდში…
თან დგანან და უიაფეს საჭმელზე, სასმელსა და მომსახურებაზე გაიძახიან , რა ძვირიაო; ყველაფერს ანგარიშობენ; ტრანსპორტს ბოლომდე ევაჭრებიან…
არ არსებობს რუსზე უარესი ტურისტი – ყველა თვალსაზრისით. არც შემოსავალს ტოვებენ და მართლა ღორებივით იქცევიან. თან სულ უკმაყოფილოები არიან და ესეც პოზაა – ამცირებენ კურორტსა და მის მომსახურე პერსონალს, რომ მერე იაფად გამოვიდნენ.
ვთქვი, რომ აღარ ვნახავ ამ ვიდეოებს. ვბრაზდები ყველაფერზე. ამ რუს ტურისტებს ხომ ვაგინებ, საშინლად ვბრაზდები აფხაზებზე. ხანდახან წამოვიძახებ, მეტის ღირსი ხართ, ამ დღეში რომ აღმოჩნდით. მერე ვხვდები, რომ იმ ხალხზე ვამბობ, რომელთანაც მომავალში უნდა ვიცხოვროთ. ერთი სიტყვით, ძალიან ცუდი საყურებელია ეს ყველაფერი. გული გაგისკდებათ.“

Next Post

„რუსეთი 9 მაისით, თვითგამოცხადებული ქართველი მედასავლეთეები 8 მაისით მანიპულირებენ“ - შალვა პაპუაშვილი

ორშ მაი 9 , 2022
802 წაკითხვარუსეთი 9 მაისით, თვითგამოცხადებული ქართველი მედასავლეთეები 8 მაისით მანიპულირებენ – ეს არის ჩვენი ვეტერანების გამარჯვების დღე და მათი გამარჯვების დღე უნდა აღვნიშნოთ და არა ის დღე, რომელიც შეიძლება სხვადასხვა პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე იყოს ხელსაყრელი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ყველამ პატივი მივაგოთ როგორც გარდაცვლილებისა და დაღუპულების ხსოვნას, ასევე ცოცხალ ვეტერანებს, […]