„ასეთი ფსიქიკის ადამიანები არ მინახავს“ – ნიკოლაიშვილი ნიკა გვარამიას ეთერს აფასებს

2,663 წაკითხვა

დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი, გამოეხმაურა „მთავარ არხზე“, ნიკა გვარამიასა და მისი სტუმრის, ბაჩანა ლობჟანიძის მიერ, თამარ ბაჩალიაშვილის პირადი ცხოვრების დეტალების შესახებ გავრცელებულ ვერსიებს და განაცხადა, რომ მსგავსი რამ, მას არ უნახავს, როდესაც გარდაცვლილზე ასეთი ტიპის საუბრები საჯაროდ გამართულიყო. მაია ნიკოლეიშვილმა აღნიშნა ისიც, რომ ქართულ საზოგადოებაში ყოველთვის არსებობდა მიცვალებულის მიმართ ერთგვარი დისტანცირება, როდესაც გარდაცვლილზე ან კარგს ამბობდნენ, ან არაფერს.

მისი შეფასებით, ადამიანები, რომლებიც თამარ ბაჩალიაშვილის პირად ცხოვრებას საჯაროდ არჩევენ, ღრმად დაკომპლექსებულები არიან და ამ საუბრებით მათ ეს კომპლექსები მოიხსნეს.

ამ და სხვა საკითხებზე მაია ნიკოლეიშვილმა „Postv“-ს ეთერში ისაუბრა.

Next Post

„ორი ახალგაზრდა ცხედარი მტკვარში რანაირად აღმოჩნდა?“ - ინგა გრიგოლია

ორშ აგვ 17 , 2020
2,663 წაკითხვაინგა გრიგოლიას პოსტი ფეისბუქში: „ძალიან გადაღლილს გადაწყვეტილი მქონდა ,ისე დამესვენა, ნერვი არაფერზე ამეშალა. არ გამოდის ამ ქვეყანაში სიმშვიდე, არა და არა ორი ახალგაზრდა ცხედარი მტკვარში რანაირად აღმოჩნდა? რანაირად, ასე ზედიზედ ახალგაზრდების ბუნდოვანი გარდაცვალება საბოლოოდ ჩამოიშალა ეს ქვეყანა თუ რა ჯანდაბა ხდება? ასე იცის კრიმინალის წახალისებამ“.