თარაშ კანდელაკის მიერ ნაცემი ერეკლე თედლიაშვილი გარდაიცვალა

140 Views

8 ივნისს, გორში მომხდარი ჩხუბის დროს დაშავებული 18 წლის ერეკლე თედლიაშვილი დღეს დილით, თბილისში, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სამი თვის განმავლობაში თედლიაშვილს რამდენიმე ოპერაცია და სარეაბილიტაციო კურსი ჩაუტარდა, თუმცა ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმე იყო.

„უმძიმეს მდგომარეობაში ვართ, ერეკლე გარდაიცვალა. სამ თვეზე მეტი გავიდა მომხდარიდან, ჩაუტარდა რამდენიმე რთული ოპერაცია, შემდგომ სარეაბილიტაციო ცენტრში გადაიყვანეს, მაგრამ მალევე მისი კლინიკაში დაბრუნება გახდა საჭირო. გუშინ საღამოს ისევ იჩინა თავი სხვა პრობლემამ, იგეგმებოდა მორიგი ოპერაცია, მაგრამ დღეს დილით გარდაიცვალა“, – განაცხადა ,“ინტერპრესნიუსთან” ერეკლე თედლიაშვილის ოჯახის ადვოკატმა თამარ თედლიაშვილმა.

შეგახსენებთ, 8 ივნისს, გორში მდებარე რესტორან ,,ჟოზეფში“ ახალგაზრდებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს, 18 წლის ერეკლე თედლიაშვილმა სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღო. მომხდარ ფაქტზე სამართალდამცავებმა თარაშ კანდელაკი დააკავეს, რომელსაც გორის რაიონულმა სასამართლომ 12 ივნისს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

დაკავებული თარაშ კანდელაკის სასამართლო პროცესი 31 ივლისს უნდა გამართულიყო, თუმცა 15 სექტემბრისთვის გადაიდო. სასამართლო სხდომის გადადება პროკურატურამ მოითხოვა, იმ მოტივით, რომ დანიშნული დამატებითი კომისიური ექსპერტიზის პასუხები 31 ივლისისთვის ცნობილი ჯერ არ იყო.

იპნ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Next Post

„მიცვალებულების გალერეა რომ არჩევნებს ვერ მოიგებს, ყველას ესმის” - ნიკა გვარამია

შაბ სექ 12 , 2020
140 Viewsსაქართველოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობის მატებას ნიკა გვარამია ფეისბუქში ასე გამოეხმაურა: „გაზაფხულზე დღეში 1000-1200 ტესტს აკეთებდნენ, ახლა – 7000-8000. როდის გვატყუებდნენ სტატისტიკაში? ცხადია მაშინ. ახლა რატომ ჭირდებათ უფრო მაღალი სტატისტიკა? ცხადია ეგეც – აბა გუშინდელი მიცვალებულების გალერეა რომ არჩევნებს ვერ მოიგებს, ყველას ესმის. ესეც პიკი, ესეც მეორე ტალღა.“

mediapress.ge@gmail.com