მკვლელობა მარტყოფში – 19 წლის მოკრივეს 16 წლის არასრულწლოვანმა ზურგში დანა 4-ჯერ ჩაარტყა

1,119 წაკითხვა

მარტყოფში 1 თვის წინ დაწყებული დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა, 19 წლის მოკრივეს 16 წლის არასრულწლოვანმა თანასოფლელმა ზურგში დანა 4-ჯერ ჩაარტყა, ბიჭი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

მკვლელობა მარტყოფში მდებარე ერთერთ სასაფლაოზე მოხდა, თუმცა სიტყვიერი დაპირისპირება ახალგაზრდებს შორის მარტყოფის ცენტრში, მაღაზიასთან დაიწყო. უთანხმოების მიზეზი გარდაცვლილის ოჯახის ვერსიით პირადი ფაქტორი გახდა.

16 წლის ბიჭი ცხელ კვალზე დააკავეს, თუმცა მოკლულის ოჯახი ახლა ინციდენტში მონაწილე ყველა პირის უმკაცრესად დასჯას ითხოვს. 16 წლის ბიჭს 7-დან 15-წლამდე პატიმრობა ემუქრება, გაიზრდება თუ არა დამნაშავე პირთა წრე უცნობია, თუმცა ახლა გამოძიებას მხოლოდ ერთი დაკავებული ყავს, რომელსაც ბრალდება განზრახ მკვლელობას ედავება.

Next Post

„ეკა კვესიტაძე, შე მართლა სამარცხვინო ვენახის კალია“ - ბონდო მძინარაშვილი

პარ ოქტ 23 , 2020
1,119 წაკითხვაბონდო მძინარაშვილის პოსტი ფეისბუქში: „ეკა კვესიტაძე, შე მართლა სამარცხვინო ვენახის კალია, შე გონებაჩლუნგო, შენი აიქიუს პატრონი ვის უწოდებ სამარცხვინოს?! შენ და შენი ქმარი ხართ რუსეთის სამსახურში ჩამდგარი მანიაკი სააკაშვილის მონა და მხევალი! შენი ქმარი არ იყო, 2008 წელს რუსულ ბომბდამშენებს პირდაპირ რუკაზე რომ უთითებდა, სად იყვნენ ჩვენი ჯარისკაცები და ამ ყველაფერს პირდაპირ ეთერში გადასცემდნენ მანიაკის ტელემსახურები?! შენ ის სამარცხვინო […]