გიორგი ვაშაძის მამა კოვიდ 19-ით გარდაიცვალა

1,341 წაკითხვა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის მამა კორონავირუსით გარდაიცვალა.

73 წლის გუტა ვაშაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო დღეების განმავლობაში მძიმე იყო და ის აპარატზე იყო შეერთებული.

გიორგი ვაშაძის მამა მედიკოსი იყო და ის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.

კორონავირუსით ინფიცირებული იყო ასევე გუტა ვაშაძის მეუღლე, რომელიც უკვე გამოჯანმრთელებულია.

გუტა ვაშაძე თავდაპირველად, ქუთაისის კლინიკაში იყო მოთავსებული. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ კი ის თბილისში გადმოიყვანეს.

Next Post

ვალერი ვერულიძე კარტის თამაშის დროს მოკლეს

ოთხ დეკ 16 , 2020
1,341 წაკითხვაქობულეთში 15 დეკემბერს მამაკაცი სანადირო თოფით მოკლეს. მოკლულია ვალერი ვერულიძე, რომლის მისამართით 7-ჯერ გაისროლეს. ადგილობრივები სავარაუდო დამნაშავეს ასახელებენ და ამბობენ, რომ შესაძლოა მკვლელობა ედუარდ მსხალაძემ ჩაიდინა, რომელიც იმავე ტერიტორიაზე ცხოვრობს, წარსულში ნასამართლევია და დაახლოებულია ე.წ. შავ სამყაროსთან, თუმცა რა შეიძლებოდა გამხდარიყო მკვლელობის მოტივი, ამაზე ვერავინ საუბრობს. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მკვლელობის დროს ვალერი ვერულიძე კარტს თამაშობდა. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის კონსტანტინე […]

შესაძლოა მოგეწონოთ