„ცოტნე გამსახურდია ცხოვრებას თავიდან სწავლობს და მხოლოდ რამდენიმე სიტყვას ამბობს”

1,335 წაკითხვა

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ოჯახის ადვოკატის, ამირან გიგუაშვილის განცხადებით, ზვიად გამსახურდიას შვილი, ცოტნე გამსახურდია კონტაქტურია და „სრულად აღიქვამს კომუნიკაციას“. როგორც მან „მედიაცენტრ მთავარში” აღნიშნა, ფაქტობრივად, ცოტნე გამსახურდია ახლიდან სწავლობს ცხოვრებას, სიარულს და საუბარს.

„რაც შეეხება ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობას, მიმდინარეობს ინტენსიური სარეაბილიტაციო პროცესი. ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო, ფაქტობრივად, მისი გადარჩენა სასწაულია, რომელიც ექიმების ჩარევით და უფლის ნებით განხორციელდა. მას ყველა სათანადო პროცედურა უტარდება, რომელიც ასეთი რთული სარეაბილიტაციო პროცესისთვის არის დამახასიათებელი. გერმანიაში, ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში იმყოფება. მის მიმართ თუ რაიმე პროცედურა არსებობს, ინოვაციური და ტექნოლოგიური, მედიცინის თვალსაზრისით, ყველაფრის ხელმისაწვდომობა არის უზრუნველყოფილი, მათ შორის მატერიალურ-ფინანსური თვალსაზრისით, რომელსაც როგორც ოჯახი აღნიშნავს, „ქართუ ბანკი“ სრულად ახორციელებს. ამ თვალსაზრისით მას სრული მხარდაჭერა და ხელშეწყობა აქვს. როგორც ექიმები ამბობენ, კიდევ რამდენიმე თვე დასჭირდება იმისთვის, რომ გარკვეული ეფექტი იყოს. სრულიად კონტაქტურია, სრულად აღიქვამს კომუნიკაციას, მოვლენებს, მათ შორის მოგეხსენებათ, მის მიმართ ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით მეუღლესთან განახორციელა გარკვეული ტიპის კომუნიკაცია ჟესტების ენით. ამ ეტაპზე ის მხოლოდ რამდენიმე სიტყვის წარმოთქმით და ჟესტების ენით შემოიფარგლება. ფაქტობრივად, ახლიდან სწავლობს ცხოვრებას, სიარულს და ლაპარაკს“, – განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, ცოტნე გამსახურდია 2019 წლის, 19 დეკემბერს დაჭრეს. მას თავდაპირველად, ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდნენ, შემდეგ კი საზღვარგარეთ ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე 4 პირია დაკავებული.

იპნ

Next Post

„დაბადების დღეს ვულოცავ ჩემს შვილს სანდროს, მიშა სააკაშვილს, ნიკა მელიას…” - ნიკა გვარამია

ორშ დეკ 21 , 2020
1,335 წაკითხვანიკა გვარამიას პოსტი ფეისბუქში: „მაშ ასე, 21 დეკემბერი დადგა! ვულოცავ დაბადების დღეს ჩემს განძს – სანდროს! ბევრს არ ვილაპარაკებ საკუთარ შვილზე, წარმატებას, სრულ თავისუფლებას, ბევრ ჯანმრთელობას და ცოტაოდენ გამართლებას ვუსურვებ! ვულოცავ დაბადების დღეს ჩემს მეგობარს და ყველა დროის ყველაზე დიდ ქართველ პოლიტიკოსს, მიშა სააკაშვილს! ვულოცავ და მალე დაედგას ფეხი მისი საყვარელი სამშობლოს მიწაზე და დაემთავრებინოს ის, რისი გაკეთებაც ვერ […]