1,407 წაკითხვა
ექსპერტი რამაზ საყვარელიძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობის რეიტინგი სარეკორდოდ დაბალ ნიშნულზეა:
„5%-ზე არასდროს არ ყოფილა. ეს ნიშნავს, რომ მთელი ორომტრიალი, ბოიკოტი, რომელსაც ის ქმნის, მისთვის წამგებიანია. არ მუშაობს. როგორც ჩანს, ამომრჩეველი განუდგა. რაიმე ვალდებულებით ხომ არ იყვნენ ნაციონალურ მოძრაობას მიმაგრებულები. პარტია ნელ-ნელა ამომრჩეველს კარგავს. შემდეგი ბოიკოტი და ის ტაქტიკა, რაც აქვთ არჩეული, ამ ციფრს კიდევ უფრო შეამცირებს. ამ მაჩვენებლებით ის იმ რიგით პარტიებს მიუახლოვდება, რომლებსაც ხალხი 2-3%-იან პარტიებს უწოდებს“ – აცხადებს საყვარელიძე.