,,მე ერთი ვერ გამიგია – რატომ აბლატავებენ ამდენს” – იუნა შაფათავა

მსახიობ იუნა შაფათავას გამოხმაურება TV პირველის ეთერში გავრცელებულ, ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის სატელეფონო საუბრებზე.

,,მეც ვიტყვი რააა, საქართველო ის ქვეყანაა, ბოღმისგან და შურისგან, ვიღაც რომ ვერ შეგწვდება, ბოზს რომ დაგიძახებს, სხვა რომ გააფუჭოს და შენც თავისი ჭკუით “გაგაფუჭოს” და განა იმას იკითხავენ – სად ბოზის დამძახებელი და სად ის ქალი; გარჩევას იწყებენ, ვინაა მისი საყვარელი…

ასევეა ამ ჩანაწერზე. დღეს ვუყურე ნაგლეჯ- ნაგლეჯ, მარიამ გაფრინდაშვილი, ინგა გრიგოლია და Co…მელაძე ნოდარი სხვანაირად მიყვარს, მაგრამ ნოდარი მგონი ვიღაცის ინტერესების მსხვერპლია…მინდა მჯეროდეს, ინგაც.

მაგრამ ბერას რომ არაფერი უჭირს სხვისი დასასჯელი ან რატომ ცდილობენ ახლა ღარიბაშვილის შეჭმას, იმას კი არ ფიქრობს ერი, ან ვინ “დებს” “სკანდალურ მასალას”…
ბიჭო, ტვ პირველს სინდისის ძაფი რომ ჰქონდეს, სხვა ხალხი იმუშავებდა იქ…
რას განიხილავთ ან რატომ თვლით ტელევიზიად?

ინგა გრიგოლია არ იყო, ისტერიკულად რომ ყვიროდა – არ მეშინია, სიცოცხლეს გამიმწარებთ, თუ დამიდებთ ჩანაწერსო..ახლა იგივე არხი მიშას ნაბოზრული მეთოდით რომ ატერორებს ხალხს, გვარამიას არხთან ერთად, ცოტა ტვინი გაანძრიეთ რა,- ტერორი გრძელდება…ინგა “დაინდეს” და ახლა შანტაჟზე ამუშავებენ, და ისიც დაება, იმის მაგიერ, ალალად მოყვეს სიმართლე, რა მასალით ატერორებენ. არ ვცემ პატივს ამიტომ, არაა მართალი. ღმერთი მისკენ იყოს.

მე ერთი ვერ გამიგია – რატომ აბლატავებენ ამდენს…ვის აქვს უფლება, სატელეფონო საუბრის მოსმენის და გასაჯაროების; სადაა ადამიანის უფლებები და რატომ არ საჯაროვდება ამის ჩამწერ/გამავრცელებელი…
ესაა მთავარი.

ივანიშვილის შვილებს რომ ელონ მასკის ინტელექტი აქვთ და ბრწყინვალე, შეუდარებელი განათლება, პერის ჰილტონმა და ინგლისის სამეფო კარმა არ ინატროს…
ადამიანებო, კვლავ გატერორებენ და გაშანტაჟებენ და ამას აკეთებს ის, ვინც თვითონ შანტაჟის გამო იყო დაზარალებული.

გასაგებია? უყურეთ ფართოდ საკითხს და არ ჭამოთ საწამლავი, რასაც გაჭმევენ.
მთელ სიუჟეტში გიორგი გახარიას ნახვა გამიხარდა. იმედია ეს სიმართლეა და დაგშლით მამრავლებად, მარტივად, შანტაჟისტებო.”– წერს იუნა შაფათავა.

  • -

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომის დაწყებისას აღნიშნა, დღეს კანონპროექტში დეპუტატებს, მესამე მოსმენის ფარგლებში, მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნების შეტანის შესაძლებლობა…

    „კასპერსკის ლაბორატორია“: 2023 წელს ყველაზე მეტად თავს დაესხნენ ინდუსტრიას, ფინანსებსა და  IT

    2023 წელს, რუსეთსა და დსთ-ში, ორგანიზაციები ინდუსტრიის (რეგიონში ინციდენტების მთლიანი რაოდენობის 20%), ფინანსების (17%) და IT (8%) სფეროებში ყველაზე მეტი კიბერშეტევების წინაშე აღმოჩნდნენ. ეს არის ყოველწლიური ანალიტიკური ანგარიშის მონაცემები, რომელიც…