,,რასაც ახლა დავწერ, პასუხს ვაგებ თითოეულ სიტყვაზე..“ – ზურა ვარდიაშვილი

1,812 წაკითხვა

ჟურნალისტი ზურა ვარდიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

,,რასაც ახლა დავწერ, პასუხს ვაგებ თითოეულ სიტყვაზე. ეს არ არის ამბავი, რომელიც სადმე მოვისმინე. არამედ, რაც უშუალოდ ვიცი.

ჩემს ახლობელს რამდენიმე დღის წინ ჰქონდა ინფიცირებულთან კონტაქტი. თვითონ გაიკეთა ტესტი. დაუდასტურდა COVID-19. დღეს დილით დაურეკეს, უთხრეს რომ ინფიცირებულია.

მას არ აქვს იზოლირების საშუალება. ცხოვრობს მშობლებთან, ძმასთან, რძალთან და ძმისშვილებთან ერთად, პატარა ბინაში.

არ გადაჰყავთ არავითარ კოვიდსასტუმროში, ეუბნებიან რომ იყოს სახლში. როდესაც ეუბნება, რომ ოჯახის წევრებზე ღელავს, პასუხობენ, რომ ვერაფერს იზამენ.

კარგი, ვთქვათ ეს ადამიანი სახლიდან არ გავიდა, (ვთქვათ კი არა, არ გადის, კოვიდდადებითია) რატომ ხართ დარწმუნებულები, რომ მისი ოჯახის წევრები არ არიან ინფიცირების საფრთხის ქვეშ? ან უკვე ინფიცირებულები? რომ არ არიან გავრცელების წყაროები?

ანუ გკიდიათ უკვე? მაგ ეტაპზე ვართ? 

Next Post

„ისე, მაინც მზად იყავით..“ - ირაკლი ოქრუაშვილი

პარ ოქტ 16 , 2020
1,812 წაკითხვასაბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ ივანიშვილმა საბურთალოელები შეიძლება მოატყუოს და დაპირება,  იპოდრომს მერიას დაუბრუნებს, არჩევნების შემდეგ ტყუილი აღმოჩნდეს. „ისე მაინც მზად იყავით, არჩევნების შედეგების მიუხედავად, 1 ნოემბერს რომ გამოვიდეს და გვითხრას: რა იპოდრომი, რის იპოდრომი, დაგპირდით, მაგრამ არანაირი კონტრაქტი მე არ დამიდიაო“. – აცხადებს ოქრუაშვილი.