„ქვეყანა ჩაკეტო, თქვა, ყველანი სახლში იჯექით, ამას არ ჰქვია კარგი კრიზისმენეჯერი“ – კახა კახიშვილი გიორგი გახარიაზე

1,732 წაკითხვა

ქვეყანა ჩაკეტო, თქვა, ყველანი სახლში იჯექით და არ გამოხვიდეთ, ამას არ ჰქვია კარგი კრიზისმენეჯერი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კახა კახიშვილმა განაცხადა, რითაც ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიასთან დაკავშირებულ კითხვას უპასუხა.

როგორც კახიშვილი “პალიტრანიუსის” გადაცემაში “360 გრადუსი” აცხადებს, ამ შემთხვევაში სერიოზული ჩაკეტვა მოხდა, რამაც ბიზნესი დააზიანა.

„პანდემიის დროს სწორი მართვა, რას ნიშნავს, იცით? – როდესაც, არც პანდემიის ტალღა დაგარტყამს და არც ბიზნესი ჩავარდება ასეთ ვითარებაში. კოლბაში შეიძლება ნებისმიერი ადამიანი ჩასვა, საერთოდ არც პანდემია გაეკარება და არც არაფერი, მაგრამ იმ კოლბაში რომ ჩასვა, რამდენად კომფორტული იქნება ადამიანი, სხვა საკითხია. ქვეყანა ჩაკეტო, თქვა, რომ ყველანი სახლში იჯექით და არ გამოხვიდეთო, ამას არ ჰქვია კარგი კრიზისმენეჯერი. მითუმეტეს, როდესაც შენზე მთელი გუნდი მუშაობს. თქვენ თუ მეტყვით, რომ მარტო ის იჯდა და სხვა არავინ მუშაობდა, არც შს მინისტრი, არც ჯანდაცვის მინისტრი, არც ეკონომიკის, არც იუსტიციის, არც პარტია, კი, ბატონო დაგეთანხმებით, მაგრამ კარგი მენეჯერი არის რა – როცა არც მწვადს წვავ, არც შამფურს. ამ შემთხვევაში ჩვენ ვნახეთ, რომ სერიოზული ჩაკეტვა მოხდა ქვეყნის, რამაც მცირე ბიზნესი დააზიანა. ბიუჯეტში სერიოზული პრობლემები გაჩნდა, გარდა ამისა სხვა ტიპის პრობლემებია, რომელიც ადრე თუ გვიან გახდება ცნობილი“, – აღნიშნა კახიშვილმა.

ipn

Next Post

„აი თქვენ რა გეშველებათ სახე და ზნედაკარგულებს“ - ლალი მოროშკინა

შაბ აპრ 17 , 2021
1,732 წაკითხვალალი მოროშკინას გამოხმაურება რიონის ხეობის მცველ ვარლამ გოლეთიანის შესახებ, სოციალურ ქსელში აგორებულ შავ კამპანიაზე. „ეს ახალგაზრდა, ზრდილი, სანდომიანი ყმაწვილი აიტანს თქვენგან ნასროლ ტალახს, მაგრამ აი თქვენ რა გეშველებათ სახე და ზნედაკარგულებს…. მიდი გოლეთ, ახალი გმირების დროა!“- წერს ლალი მოროშკინა.  

შესაძლოა მოგეწონოთ