კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, ბათუმში, კაფე-ბარებში მხოლოდ უცხო ენაზე მომსახურების თემაზე შესწავლა დაიწყო

298 წაკითხვა

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, ბათუმში, კვებითი მომსახურების სექტორში, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაძლო დარღვევის ფაქტზე, საკითხის შესწავლა დაიწყო.

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საკითხი ეხება – 11 მოვაჭრის მიერ, საზოგადოებრივი კვების ობიექტებში, კაფე-ბარებში, მხოლოდ უცხო ენაზე მომსახურებას.

„ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის” წერილის საფუძველზე, საცნობარო(კვების) მენიუ შედგენილია და მომხმარებელს არასახელმწიფო ენაზე მიეწოდება. შესაბამისი სამსახურის მიერ განხორციელებული მონიტორინგის ფარგლებში ასევე დასტურდება, რომ კვების ობიექტებში სახელმწიფო ენის არცოდნის გამო, ხშირად, მომხმარებლებს ქართულ ენაზე მომსახურების გაწევაზე უარს ეუბნებიან. მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დგინდება, რომ სავაჭრო ობიექტების რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს.

„მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, მოვაჭრე ვალდებულია საქართველოს ტერიტორიაზე მომსახურება განახორციელოს ქართულ ენაზე. კონკურენციის ეროვნული სააგენტო, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საკითხის შესწავლას იწყებს კონკრეტული მომართვის შემთხვევაში, თუ მას აქვს ინფორმაცია, რომ კონკრეტული მოვაჭრის ქმედებ(ებ)ის შედეგად ირღვევა ან შესაძლოა დაირღვეს მომხმარებელთა ჯგუფის უფლება და მათ ინტერესს ადგება ან შესაძლოა მიადგეს ზიანი.

თუ დაირღვა თქვენი უფლებები შეგიძლიათ შეავსოთ სპეციალური განაცხადის ფორმა https://gnca.gov.ge/index.php?m=401 დარეკოთ ცხელ ხაზზე 598 05 4422 ან მისწეროთ consumer@gnca.gov.ge“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

Next Post

ირაკლი კობახიძე - რაც შეეხება ჩინეთის ინტერესებს ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, თუ აშშ ანაკლიის პორტზე ზრუნავს, მან ეს ინვესტიციით უნდა გამოხატოს - ჩვენთვის ნებისმიერი ინვესტიცია მისასალმებელი იქნებოდა

სამ აგვ 1 , 2023
298 წაკითხვათუ აშშ ანაკლიის პორტზე ზრუნავს, მან ეს ინვესტიციით უნდა გამოხატოს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა. ამით მან უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, რას უკავშირდება განცხადება, რომლის მიხედვითაც, ჩინეთს, შესაძლოა, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით პირადი კომერციული ინტერესი ჰქონდეს. ირაკლი კობახიძის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტის დამოკიდებულება იმით აიხსნება, რომ ამერიკა ანაკლიის პორტის პროექტში თავის კომერციულ ინტერესს ვერ ხედავს, რადგან […]