181 წაკითხვა
გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან ტელეფონით საუბარს გეგმავს, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ შოლცმა ნიურნბერგში გერმანიის პროტესტანტული ეკლესიის კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტს მოუწოდებს, გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან. ”მე ვაპირებ ამის გაკეთებას მალე”, – დასძინა კანცლერმა.