„ვის ელაპარაკებით ამ ტონით..“ – ნინო ჯანგირაშვილი

1,226 წაკითხვა

ნინო ჯანგირაშვილის ფეისბუქ პოსტი ოპოზიციის მიერ, „მიშელის დოკუმენტის“ხელმოწერასა და 20 ივნისის ამნისტიაზე:

„ხათუნა სამნიძემ ბრძანა, ჩვენ ვიცოდით, გვქონდა ინფორმაცია რომ სამ პოლიციელს შეეხებოდა ამნისტიაო.

არ ვამბობ, რომ ეს ადვილია, დამნაშავეები არიან ეს პოლიციელები, მაგრამ ეს არის ფასი, რომელიც ჩვენ უნდა გადავიხადოთო.

იქნებ კარგად აგვიხსნათ ამნისტიაზე ხელმომწერებმა, ვინ უნდა გადაიხადოს, რატომ უნდა გადაიხადოს და რისი ფასი უნდა გადაიხადოს თქვენი აზრით? დიახ, თქვენ ნამდვილად გადაიხდით ფასს, ვინც ამას ხელს მოაწერთ, მაგრამ ჩვენ რატომ უნდა გადავიხადოთ ფასი თქვენი უპასუხისმგებლობის, უპრინციპობის, შეცდომების, სულმოკლეობის გამო?

ვინ მოგცათ რამდენიმე ადამიანს უფლება გადაწყვიტოთ რა ფასი უნდა გადავიხადოთ ჩვენ, მოქალაქეებმა? და ვის ელაპარაკებით ამ ტონით თქვენ, ბედის ირონიით რომ თითო მანდატი ჩაგივარდათ ხელში?“

Next Post

„მკვლელი და არაკაცი“ – კლიმენტი კეკუტიას გამოჩენას სალხინოს ტაძარში ჩხუბი მოჰყვა

კვი აპრ 25 , 2021
1,226 წაკითხვამარტვილში, სოფელ სალხინოში, დადიანების საზაფხულო რეზიდენციაში, ღვთისმშობლის შობის ტაძრის ეზოში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება იყო. სიტუაცია მეუფე სტეფანესა და დასჯილი სასულიერო პირების მხარდამჭერებს შორის მას შემდეგ დაიძაბა, რაც სალხინოს ღვთისმშობლის შობის ტაძრის ეზოში ბიზნესმენი კლიმენტი კეკუტია გამოჩნდა. დაპირისპირებული მხარე კეკუტიას მოსახლეობის მიწების მითვისებაში ადანაშაულებდა. სწორედ მას უკავშირებენ ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირებას. კეკუტიას ადგილობრივებმა “მკვლელი” და “არაკაცი” უწოდეს. მეუფე დანიელი, რომელიც მიტროპოლიტმა სტეფანემ ტაძრის წინამძღვრობიდან გადააყენა, […]

შესაძლოა მოგეწონოთ