„ქალბატონო სალომე, ხომ არ სჯობს, რომ გადადგეთ?“ – ლევან ვასაძე სალომე ზურაბიშვილს

საზოგადოებრივი მოძრაობა “ერთობა, რაობა, იმედი”- ს დამფუძნებელმა ლევან ვასაძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკა გააკრიტიკა და მოუწოდა, თანამდებობა დატოვოს.

“მინდა მივმართო საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს და ვუთხრა, ქალბატონო სალომე, ქალბატონი, ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი ბრძანდებით და ამიტომ, ყველანაირი ზრდილობისა და კორექტულობის დაცვით გავაკეთებ თქვენდამი ამ მომართვას. გვესმის, რომ იმ ფორმით, რომლითაც ამჟამად ჩვენს სახელმწიფო საპრეზიდენტო ინსტიტუტი არსებობს, თქვენ ბევრი არაფრის უფლება არ გეძლევათ, მაგრამ გვაოცებს ის, რომ იმ უფლების ფარგლებში,რომლებიც გაგაჩნიათ, არაერთხელ გადადგით ნაბიჯი, რომელიც არცხვენს ქართველი ერის ღირსებას და არცხვენს ჩვენს სახელმწიფოს. არ ვიცი, გაძალებენ ასეთი საშინელი რაღაცების გაკეთებას, როგორიც იქნება კრიმინალების ციხიდან “უპრაგონოდ” გამოშვება თუ სხვა გადაწყვეტილებები, რომლებზეც ახლა არ მინდა ვილაპარაკო. თუ თქვენი ნებით აკეთებთ ამას, მინდა ერთი რჩევა მოგცეთ, რადგან საზღვარი არ უჩანს ჩვენს უბედურებას, რადგან ყველაფერი, რასაც გიბრძანებენ, როგორც ჩანს, ასრულებთ, ვიდრე კიდევ ერთი უბედურება არ დაგვმართეს, მაგალითად, არ ჩამოიყვანეს კრიმინალი მიხეილ სააკაშვილი და არ მოგვცეს ბრძანება, შეიწყალოს ის, ან მსგავსი სიგიჟე გააკეთოთ, ხომ არ სჯობს, რომ დაანახოთ ხალხს, რომ თქვენც გაქვთ ღირსება, რომელსაც ხალხი თქვენგან ელოდება და წინ აღუდგეთ ამას იმით, რომ გადადგეთ დაკავებული თანამდებობიდან და აღარ შეირცხვინოთ ასე თავი ქვეყნისა და ერის წინაშე”, – განაცხადა ვასაძემ.

იპნ

  • -

    „მადამ სალომე, ოსტატურად ატყუებს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რეალურად, ის ივანიშვილის მოკავშირეა“

    პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს „ვფიქრობ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მოახერხა და ჩვენი დასავლელი პარტნიორები დაარწმუნა, რომ ის არის პროდასავლური კურსის ერთგული ლიდერი. მან ასევე…

    ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის – დავით ბერძენიშვილი

    ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის, – ამის შესახებ „რესპუბლიკელების“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბერძენიშვილის განცხადებაშია ნათქვამი. როგორც ბერძენიშვილი აცხადებს, საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის სწორი კონფიგურაციის გარეშე ძალიან მძიმე შედეგს მივიღებთ. „ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის!…