„გახარია და კალაძე ერთმანეთს დაჭამენ” – ალეკო ელისაშვილი

2,202 წაკითხვა

ბიძინა ივანიშვილი თუ მართლა გაერიდება გადაწყვეტილებების მიღებას, „ქართულ ოცნებაში“ შიგნით დაპირისპირებები დაიწყება. დღეს გახარიას და კალაძის დაჯგუფებებია „ქართულ ოცნებაში“ ყველაზე ძლიერი და ისინი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, ეს დაპირისპირება კი ძალიან მალე გამოვა სააშკარაოზე, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

ელისაშვილის თქმით, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს გუნდში ისევ ბიძინა ივანიშვილი მიიღებს.

„ალბათ, რამდენიმე ადამიანთან დაიტოვებს კავშირს და ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, დარწმუნებული ვარ, მას შეუთანხმებენ.

გახარიასა და კალაძე-კობახიძის ფრთას შორის დაპირისპირება აქამდეც იყო, თანაც ვრცელდება ინფორმაცია, რომ კალაძეს აქვს ამბიცია, პრემიერი იყოს. შესაბამისად, გახარიას და კალაძის დაპირისპირება იქნება და კალაძეს წარმოადგენს პარტიაში კობახიძე. დაჭამენ ერთმანეთს!“, – განაცხადა ელისაშვილმა.

მისივე თქმით, ნაკლებად წარმოსადგენია ისიც, რომ გუნდში მარტო ირაკლი კობახიძე იყოს გადაწყვეტილების მიმღები.

„კობახიძეზე გაცილებით ძლიერი ფიგურა მანდ კალაძეა ერთი მხრივ და მეორე მხრივ, გახარია. ამაზე ბევრი ლაპარაკი არ მინდა. „ქართულ ოცნებას“ ჯანდაბამდე გზა ჰქონია, მაგათი მემატიანე კი არ ვარ“, – განაცხადა ელისაშვილმა.

რაც შეეხება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მეხუთე რაუნდს, როგორც ელისაშვილი ამბობს, სავარაუდოდ, ის იანვრის ბოლოს შედგება. ამასთან, მისივე თქმით, თუ „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმება მიიღწევა, ელისაშვილის პარტია მზად არის, პარლამენტში შევიდეს.

იპნ

Next Post

„გაურკვეველი შხამქიმიკატის გაკეთებას სჯობს, პირბადე ვატაროთ“ – გიორგი ფხაკაძე

ოთხ იან 13 , 2021
2,202 წაკითხვა„გაურკვეველი შხამქიმიკატის გაკეთებას სჯობს, პირბადე ვატაროთ და დისტანცია დავიცვათ”, – აცხადებს გიორგი ფხაკაძე და  კორონავირუსის ვაქცინის შესახებ  განცხადებას ავრცელებს. „ჩინური ვაქცინები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არაა დამტკიცებული და არც ერთ სამედიცინო ჟურნალში ამ ვაქცინის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ არსებობს. მათ არც ერთი კვლევა არ დაუბეჭდავთ. ვიღაცას კი უჩხვლიტეს, მაგრამ შედეგები არავისთვის გაუზიარებიათ. მნიშვნელობა არ აქვს, ვაქცინა რუსული იქნება, ჩინური […]

შესაძლოა მოგეწონოთ