„სახალხო პარტია“ ემზადება კუთვნილი ადგილის დასაბრუნებლად პოლიტიკურ სივრცეში“

823 წაკითხვა
რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, პოლიტიკურ ველზე „სახალხო პარტია“ კვლავ გამოჩნდა. მცირე წინასაარჩევნო მომზადების მიუხედავად, პარტიის მიერ, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მიღებული შედეგები  ასეთია:
მე-3 ადგილი ლენტეხი – 9,14%
მე-3 ადგილი დედოფლისწყარო 4,25%
მე-4 ადგილი ჩოხატაური 3,03%
მე-4 ადგილი ოზურგეთი 2,42%
„ქვეყანაში გამეფებული ორპოლუსიანი კლანური მმართველობის, არათანაბარი საარჩევნო გარემოს, პოლიტიკაში დიდი ფულის დომინირების ფონზე, ჩვენ მაინც მოვნახეთ ძალები ჩვენს თავში და ისევ შევეჭიდეთ საქართველოს აღმშენებლობის რთულ და საპასუხისმგებლო საქმეს.
მადლობა თითოეული ხმისთვის, ჩვენო თანამებრძოლებო. თქვენი მხარდაჭერით სახალხო პარტია ისევ ფეხზე დგას და ემზადება თავისი კუთვნილი ადგილის დასაბრუნებლად პოლიტიკურ სივრცეში.
თქვენმა მხარდაჭერამ ჩვენ ისევ დაგვიბრუნა ბრძოლის ძველი ჟინი, შეგვმატა ახალგაზრდა და ენერგიული თანამებრძოლები.
სახალხო პარტია დაბრუნდა!“ – ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

Next Post

„ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი და მეორე ტური ჩატარდა ბევრი სიახლით, რაც დაინერგა ბოლო 2 თვეში“ - გიორგი ჭილაშვილი

ხუთ ნოე 4 , 2021
823 წაკითხვა გიორგი ჭილაშვილის პოსტი ფეისბუქში: დასრულდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, გიორგი კალანდარიშვილის ხელმძღვანელობით დიდი და გამოწვევებით სავსე პროცესი გაიარა ახალმა ადმინისტრაციამ. . ჩვენთვის, ვინც ვაფასებთ და ვწერთ ადმინისტრაციის მუშაობაზე ბოლო პერიოდის განმავლობაში, მნიშვნელოვანი გახლდათ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების შეფასებები, რადგან გვაინტერესებდა რამდენად გაართმევდა თავს ახალი ადმინისტრაცია და შეფასებებიც ალბათ ნახეთ როგორი პოზიტიური გახლდათ. თითქმის ყველა მისიამ ადმინისტრირების ნაწილს უმაღლესი შეფასება მისცა! […]

შესაძლოა მოგეწონოთ