დამოუკიდებელი ექსპერტის პირველი კომენტარი – „არ არის გამორიცხული, რომ ადგილი ჰქონოდა ინფექციური პროცესის აღმავალ გავრცელებას

1,105 წაკითხვა

რაც შეეხება თავის ტვინის ნივთიერებას, თავის ტვინში არანაირი მასიური, ტლანქი სისხლჩაქცევა, რასაც შეეძლო გამოეწვია სიკვდილი, ამ ეტაპზე გვამის გამოკვლევის დროს, ვერ იქნა ნანახი, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა ექსპერტმა, ალექსანდრე გეჯაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც გეჯაძე აღნიშნავს, არ არის გამორიცხული, რომ ადგილი ჰქონოდა ინფექციური პროცესის აღმავალ გავრცელებას.

„რაც შეეხება თავის ტვინის ნივთიერებას, თავის ტვინში არანაირი მასიური, ტლანქი სისხლჩაქცევა, რასაც შეეძლო გამოეწვია სიკვდილი, ამ ეტაპზე, გვამის გამოკვლევის დროს, ვერ იქნა ნანახი.

იყო გარკვეული საეჭვო უბნები თავის ტვინის ნივთიერებაში. არ არის გამორიცხული, რომ ადგილი ჰქონოდა ინფექციური პროცესის აღმავალ გავრცელებას. ამას კატეგორიულად ჯერ ვერ ვამბობ, რამეთუ მას 8 რიცხვში კომპიუტერული ტომოგრაფიით კვლავ აღენიშნებოდა სისხლი, ჰაერი იმ ლოკაციაში, სადაც ჰქონდა მოტეხილობა. ეს მიუთითებს მასზედ, რომ გაწოვა დროის ამ მცირე მონაკვეთში, რაც საავადმყოფოში იწვა, ვერ მოხდებოდა.

მეორე მხარეს, აღებულ იქნა კანზე არსებული ორი უბანი, რომელიც მიუთითებდა წინასწარ, არაკატეგორიულ ფორმატში გარკვეული ინექციის კვალზე“, – განაცხადა ალექსანდრე გეჯაძემ.

იპნ

Next Post

„მომხსენი ეთერიდან, თუ ტრაკი გაქვს“ – საზ.მაუწყებლის ჟურნალისტი დირექტორს მიმართავს

კვი ივლ 11 , 2021
1,105 წაკითხვასაზ.მაუწყებლის წამყვანი ირაკლი აბსანძე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, ტვ პირველის ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გადაადგილების ვიდეოკადრების გავრცელების გამო აგინებს და პარალელურად, მაუწყებლის დირექტორ თინა ბერძენიშვილს არაკორექტულად იწვევს. „შინაგან საქმეთა სამინისტრო, ეს რა იკადრეთ, თქვენი დედა მოვ..ან. თინა ბერძენიშვილი, ვიცი, რომ შინაგანაწესს ვარღვევ და მომხსენი ეთერიდან, თუ ტრაკი გაქვს“– წერს აბსანძე.