არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი საოლქო კომისიის წევრების არჩევას აპროტესტებს და აღნიშნავს რომ დანიშნული წევრები კვალიფიკაციის ნაკლებობას განიცდიან, რეალური სურათი კი საპირისპიროა. აბსოლუტური უმრავლესობა მაღალი კვალიფიკაციით გამოირჩევა.”- ამის შესახებ “დემოკრატიული ცვლილებების ცენტრი”-ს ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ორგნანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც “ცესკო”-ს წევრების არჩევას აპროტესტებენ, ნაციონალურ მოძრაობასთან არიაკ დაკავშირებულები.
“საინტერესოა ვინ არიან და რას წარმოადგენენ ორგანიზაციები ვინც პროცესს აპროტესტებს.
მაგალითად „პლატფორმა 2020“ რომელიც ფაქტობრივად “ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდულ ფრთას წარმოადგენს და პირდაპირი კავშირი აქვს კოდუებთან.
არსებობს ასეთი ორგანიზაცია „ჰაბ საქართველო“ რომლის გამგეობის თავმჯდომარე კოდუაა ხოლო დირექტორი პლატფორმა 2020-ის დამაარსებელი და თავმჯდომარე ვასო ურუშაძე. ასევე ჰაბ საქართველოში საქმიანობდა პლატფორმა 2020-ის კიდევ ერთი ლიდერი ლაშა ფარულავა.
სქემა მარტივია, მოხდა კოდუას ფულების “ჰაბ საქართველოში მობილიზება”, რომელმაც თავის მხრივ შეკრიბა “ნაციონალური მოძრაობიდან” ყველაზე ავანტურისტი ახალგაზრდები, რომელთა ნაწილმაც გადამზადება უკარაინაში გაიარა.
ამის შემდეგ შეიქმნა პლატფორმა 2020. მათი მიზანი მარტივი გამოსაცნობია, არჩევნების შესახებ დეზინფორმაციის გავრცელება და პროცესეის დისკრედტიაცია. აღნიშნული ორგანიზაცია საპარლამენტო არჩევნების დროს დაწყებულ ტრადიციას აგრძელებს და სიცრუის ტირაჟირებით მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ცდილობს.
მათი მთავარი მიზანია, რომ შედეგები დააყენონ ეჭქვეშ და ხელი შეუწყონ რევოლუციურ ფონს საზოგადოებაში.
დისკრედიტაციით და დეზინფორმაციის გავრცელებით უნდათ ამას მიაღწიონ.
ისინი არჩევნების დისკრედიტაციას ვერ მოახდენენ, რადგან შეუძლებელია სიმართლეს და ფაქტებს ტყუილით აჯობო, სიმართლე კი მათ მხარეს ნამდვილად არ არის.
საარჩევნო პროცესი მიდის მაქსიმალურად გამჭვირვალედ და ვერანაირი მსგავსი დისკრედიტირებული ორგანიზაცია გავლენას პროცესზე ვერ მოახდენს.“- ამბობს დავით ჩიხელიძე.