ოპოზიციის ნაწილი გიგი უგულავას ფოთის მერობის კანდიდატად დღეს ოფიციალურად დაასახელებს

469 წაკითხვა

ოპოზიციის ნაწილი გიგი უგულავას ფოთის მერობის კანდიდატად დღეს ოფიციალურად დაასახელებს. წარდგენა 21 აგვისტოს, 18:00 საათზე, ფოთში, საქაერონავიგაციის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.

21:00 საათზე, კი ბათუმში, ახალ ბულვარში ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა გაიმართება.

შეგახსენებთ, ფოთში მერობის კანდიდატად ოპოზიციიდან გიგი უგულავას კანდიდატურის დასახელების თაობაზე ინფორმაცია „ნაციონალური მოძრაობის”ფოთის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე დარეჯან ცხვიტარიამ გაავრცელა. მანამდე, რამდენიმე დღით ადრე, ,,ნაციონალური მოძრაობის” ფოთის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ დაანონსა, რომ გაერთიანებული ოპოზიციიდან ფოთის მერობის კანდიდატი თინა ბოკუჩავა იქნებოდა, თუმცა, ეს გადაწყვეტილება შეიცვალა.

ipn

Next Post

“ISFED”-ის პოზიციები დღითიდღე უახლოვდება და ჰარმონიაში მოდის რადიკალური ოპოზიციის პოზიციასთან – დავით ჩიხელიძე

ორშ აგვ 23 , 2021
469 წაკითხვა 19 აგვისტოს, ISFED-მა (სამართლიანი არჩევნები) მორიგი ანგარიში წარმოადგინა, რომელიც ცესკოს საქმიანობის და საოლქო/საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შერჩევის პროცესს შეეხება, ISFED-ი საკუთარ თავს არ ღალატობს და განცხადებაში კვლავ გვხვდება სიტყვა სავარაუდოდ.”– ამის შესახებ განცხადებას “დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე ავრცელებს: “შეგახსენებთ, რომ ეს ის ორგანიზაციაა, რომელმაც 6 აგვისტოს არაოფიციალური წინასაარჩევნო გარემოს კვლევა წარმოადგინა (ტერმინი არაოფიციალური წინასაარჩევნო გარემო არ […]