ახლა კი გვაქვს საერთაშორისო “გამჭვირვალობა საქართველო”, კაპიტან გიგაურის ხელმძღვანელობით – დავით ჩიხელიძე

754 წაკითხვა

“რთულია დაწერო სფეროზე სადაც შენ მოღვაწეობ,  რთულია დაიცვა  ობიექტურობა და მზის სინათლეზე  ყველა ის ნაკლოვანება  გამოიტანო რაც სამოქალაქო სფეროში არის, რთულია მაგრამ არა შეუძლებელი.

მესამე ხელისუფლება, არასამთავრობო ორგანიზაციებს  ხშირად სწორედ ამ ზედმეტსახელით მოიხსენიებენ,  მსოფლიოში 40 000 საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაა, ეროვნულ დონეზე  კი რამდენიმე ათეული.

მილიონი  ორგანიზაცია არსებობს, (საქართველოში 10 000, აშშ  1 500 000 და ა.შ.) რა თქმა უნდა განსხვავებულია მათი საქმიანობის სფერო, მაგრამ  როგორც წესი უმრავლესობა, უფლება დამცველი ორგანიზაციაა, შესაძლოა ითქვას საქართველოში პოსტკომუნისტური  არასამთავრობო ორგანიზაციები გვაქვს, რომელიც შორს არის ნამდვილი, თავისუფალი გაერთიანებისგან (რა თქმა უნდა ყველას არ ეხება)

უამრავი კვლევა არსებობს, სადაც მთელი სიმძაფრით იგრძნობა, რომ დღეს საქართველოში  ე.წ. „პრივილეგირებული“ არასამთავრობო ორგანიზაციები არსებობს, რომელთა რეიტინგს პულსი არ ესინჯება (მაგ: საერთაშორისო გამჭვირვალობა (TI)  სამართლიანი არჩევნები  (ISFED)  ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA) და სხვა 

ინტერნეტ სივრცეში უამრავ კვლევას ვეცნობი, რომელთა შედეგები მიქმნის შთაბეჭდილებას, თუ რამდენად სანდოა ესა თუ ის კვლევა, ერთ ერთი კვლევა რომელმაც ჩემი ინტერესი გამოიწვია  აგვისტო – სექტემბერში არის ჩატარებული, პირდაპირ ვიტყვი ციფრები შემაშფოთებელია, რადგან ის რეალობას ასახავს.  მაგ: გამოკითხულთა 80% ფიქრობს რომ არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციები თანხვედრაშია ნაციონალური მოძრაობის პოზიციებთან,  93% თვლის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება ბუნდოვანი და გაუმჭვირვალეა. მათი ნდობის მანდატი კი საგანგაშოდ მცირე. 

“სამართლიან არჩევნებს” გამოკითხულთა მხოლოდ 2% ენდობა, ეს ის ორგანიზაციაა, რომელიც აცხადებს, რომ კვლავ განახორციელებს  არჩევნების პარალელურ დათვლას, რადგან მათ საზოგადოების დიდი ნდობა აქვთ, (PVT-ს დროებით ვივიწყებ) კი მაგრამ რომელ ნდობაზე მელაპარაკებით? პირდაპირ ვიტყვი, ქვეყანაში სანთლით არის საძებნი ადამიანი, რომელიც ამ ორგანიზაციას ენდობა.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ არის ეს კვლევა ჩემთვის სანდო და საინტერესო, როგორც ვნახეთ  არასამთავრობო ორგანიზაციის სანდოობის მაჩვენებელი მხოლოდ 2 % არის, მათივე ჩატარებული კვლევით (საერთაშორისო გამჭვირვალობა) კი 4 %. როდესაც კვლევას ატარებ და კითხვარში კვლევის ჩამტარებელი ორგანიზაციაც ფიგურირებს,  ეს  რესპონდენტთა ნაწილის ტენდენციურობას იწვევს, რაც დიდ ცდომილებას იძლევა,  სწორედ ამიტომ ვთვლი, რომ ობიექტურია კვლევა, სადაც სამოქალაქო სექტორის ნდობის მანდატი 2 % არის. 

ასეთი დაბალი ნდობის მანდატი რეალურ პრომლემას წარმოადგენს, რისი მიზეზიც, პრივილეგირებული არასამთავრობო ორგანიზაციების ორმაგი სტანდარტი და მიკერძოებულობაა, ისინი უკვე  რამდენიმე დღეა  უბნის წევრების წინააღმდეგ  აქტიურად წერენ საჩივრებს, იმ წევრების მიმართ, რომელთა ხელფასი 150 ლარია და რეალურად არაფერი დაუშავებიათ, ეს არის ე.წ. საჩივარი საჩივრისთვის, მაგრამ მათ თვალი დახუჭეს  “ცესკო|-ს კომისიის წევრის ქმედებაზე.  კერძოდ, რამდენიმე დღის წინ, კირთაძე (ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ცესკოში)  მერობის კანდიდატის, ნიკანორ მელიას წინასაარჩევნო შეხვედრაში მონაწილეობდა, რაც კანონდარღვევაა, აღნიშნული დარღვევა ISFED- მა საკუთარ ანგარიშში შეიტანა, მაგრამ საჩივარი არ დაუწერია, რაც მათ სუბიექტურობას და მიკერძოებულობას ნიშნავს! 

არადა, ყველაფერი რა კარგად იწყებოდა, დასაწყისში გვქონდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება.(პირველი ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია) ილია ჭავჭავაძის ხელმძღვანელობით, ახლა კი გვაქვს საერთაშორისო “გამჭვირვალობა საქართველო”, კაპიტან გიგაურის ხელმძღვანელობით. მკითხველმა განსაჯოს ეს პროგრესია თუ რეგრესი…. 

პიროვნულად არავის ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ ფაქტია, დღეს მოქმედი პრივილეგირებული არასამთავრობო ორგანიზაციები დაშორდნენ  მათ ნამდვილ როლს, ისინი იქცნენ რეგრესის, ძალადობის კონფრონტაციის წყაროდ, რომელთაც  მიუხედავად მათი ახალგაზრდა ასაკისა,  საბჭოთა კავშირთან  უფრო მეტი საერთო აქვთ, ვიდრე დასავლურ განვითარებულ სამყაროსთან”

Next Post

არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ ხალხის ნდობის ხარისხი, რომ პლინტუსს ქვემოთაა - თამთა მეგრელიშვილი

ხუთ სექ 30 , 2021
754 წაკითხვა„არასამთავრობო ორგანიზაცია სახელწოდებიდან და დანიშნულებიდან გამომდინარე საკითხების მიმართ მიუკერძოებელ დამოკიდებულებას ნიშნავს. ქართულ რეალობაში კი ყველაფერი სხვაგვარადაა.”- წერს იურისტი თამთა მეგრელიშვილი არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნები”-ს შესახებ. არასამთავრობო ორგანიზაცია საკუთარ დანიშნულებას მხოლოდ შეკვეთილ, ყველაზე “ანტისამთავრობო”, ყველაზე “პოლიტიკურ” გაერთიანებაში ხედავს და ის ოპოზიციური პარტიების პოლიტიკური ნარატივის პირდაპირი გადმოკოპირებით ცდილობს მოქალაქეთა ცნობიერების კიდევ უფრო დიდი დოზის “ტოქსიკ” პოლიტიკით შევსებას. სწორედ ამიტომ არ გაემტყუნება ამომრჩეველს […]

შესაძლოა მოგეწონოთ