„რამდენი კაციც ჰყავდა „ნაციონალურ მოძრაობას“ თავის აქციაზე შეკრებილი, იმდენი მარტო მძღოლი გვჭირდება, რომ თბილისში ხალხი ჩამოვიყვანოთ“ – ირაკლი კობახიძე

343 წაკითხვა

რამდენი კაციც ჰყავდათ მათ თავიანთ აქციაზე შეკრებილი, იმდენი მარტო მძღოლი გვჭირდება, რომ თბილისში ხალხი ჩამოვიყვანოთ,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას იმის შესახებ, არის თუ არა მმართველი პარტიის მიერ დაანონსებული შეკრება კონტრაქცია.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ აქციის მიზანი, საზოგადოებისთვის საკუთარი ძალის კიდევ ერთხელ ჩვენებაა.

„ეს არის „მესიჯბოქსი“, რომელიც „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებმა დაალაგეს – არავითარი კონტრაქცია ეს არ არის. ეს არის შემაჯამებელი საარჩევნო აქცია.

რაც შეეხება ე.წ. კონტრაქციას, მარტივად რომ გითხრათ, რამდენი კაციც ჰყავდათ მათ შეკრებილი თავიანთ აქციაზე, იმდენი მარტო მძღოლი გვჭირდება, რომ თბილისში ხალხი ჩამოვიყვანოთ. თვითონ შეგიძლიათ განსაჯოთ, ეს არის კონტრაქცია, თუ ნამდვილი აქცია, რომლის მიზანია საზოგადოებისთვის საკუთარი ძალის კიდევ ერთხელ ჩვენება. ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ უნდა დააფიქსიროს, რომ ის არის თავისუფლების მომხრე, სურს ბოროტების დამარცხება, სურს თავისუფლება, მშვიდობა და სიმშვიდე ამ ქვეყანაში“,- განაცხადა კობახიძემ.

Next Post

„ასე, რომ ეს „არტმომზადებაც“ სულ ტყუილი დროის ხარჯვაა“ - გია გაბრიჭიძე

ორშ ოქტ 25 , 2021
343 წაკითხვაარჩევნებამდე 5 დღე დარჩა და ცხადია,  “ნაცები” და ე.წ. კრიტიკული მედია ფორსირებული შეტევისთვის ემზადებიან.”- წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე. “საარტილერიო მომზადება” სხვადასხვა მიმართულებით დაიწყეს და ბუნებრივია, რომ ერთ-ერთი მდებარეობა, ცენტრალური საარჩევნო კომისიაა. ჩვეული ჭიჭყინა სტილი, სხვადასხვა სიცრუით შეფუთული, ბუნებრივია ემსახურება საზოგადოებაში მცდარი აღქმების დათესვას და გარკვეულწილად ნიჰილიზმისა და უნდობლობის ფონის შექმნას. პირველი ტურის შემდეგ ხელახლა გადათვლილ უბნებზე მოთქვამენ, რომ […]