„ბოდიში, თქვენ მისამართი შეგეშალათ, ანუ, პასუხად ქალბატონ ნანა კაკაბაძეს!“ – ზაურ ნაჭყებია

722 წაკითხვა
ზაურ ნაჭყებიას პოსტი ფეისბუქში:
ბოდიში, თქვენ მისამართი შეგეშალათ, ანუ, პასუხად ქალბატონ ნანა კაკაბაძეს!
თუ „ნაციონალების “ სისხლიან რეჟიმზე გაამახვილებ ყურადღებას ,„ნაციონალების“ ბრმა, თუ ფანატიკური მხარდამჭერების აზრით, „ქოცმადიდებელი“ და ბნელი ხარ, ხოლო, თუ „ქართულ ოცნებას“ ცივ ნიავს მიაკარებ, ბოღმიან-ღვარძლიანი და ვერ არჩევ მათ შორის განსხვავებას!
არადა,
ხომ შეიძლება, ვარდისფერი სათვალეები გქონდეს მოხსნილი და ყველაფერს რეალურად ხედავდე და აფასებდე?!
ხომ შეიძლება, ბოლო ცხრა წელიწადში დადგმულ ბალ-მასკარადებს საკუთარი სახელი დაარქვა და მოსალოდნელი საშიშროებაც გაიაზრო?!
ხომ არ შეიძლება,
ყველა ერთნაირად ხედავდეს და აზროვნებდეს, მიუხედავად იმისა, რომ, აქეთკენ მიჰყავთ ყველაფერი?
ნამდვილად ვერ წარმომედგინა, „ნაციონალების“ ფორმალური გაპანღურებიდან 9 წლის შემდეგაც მუსკულების დემონსტრირება დასჭირდებოდა დღევანდელ ხელისუფლებას, მითუმეტეს , კოვიდ პანდემიის ფონზე.
რას მოვაყოლე ახლა ეს?
გუშინ, იუმორში გაზავებული ორსიტყვიანი სტატუსი დავდე:დღეს თბილისში კოვიდს სძინავს და არ გააღვიძოთ-მეთქი!
მართალია , ეს ხუმრობა იყო ჩემის მხრიდან, მაგრამ, ისეთ ხუმრობას რა ვუთხარი, ნათქვამისა არ იყოს, მართლაც რა გვეაქციებოდა ამ გაგანია კოვიდის პირობებში?!
თუ ერთმანეთთან ორ მეტროზე მიახლოებას გვიკრძალავენ, როგორ შეიძლება ასეთი ფართომასშტაბიანი აქციის ჩატარება?!
ეს გეგმაზომიერი ავანტიურაა ინფიცირებულთა სტატისტიკის გასაათმაგებლად თუ ბლეფია, რასაც გვიჩიჩინებენ და ამდენი ხანია უაზრო რეგულაციების ტყვეობაში ვართ?!
„ქართული ოცნების “ მეორე ტურში გამარჯვება ხომ არ უნდა იყოს პირდაპირპროპორციული პანდემიის აფეთქების და მკაცრი რეგულაციების შემოღების, რომელიც სულიერად და ფინანსურადაც დააჩაჩანაკებს ისედაც დაჩაჩანაკებულ საზოგადოებას?
მითუმეტეს, არანაირი საშიშროება არ არსებობდა „ნაციონალების“ აღზევების, რადგან, ხალხის მნიშვნელოვან ნაწილს, მათ შორის , ე.წ. „შუაშისტებსაც“, გააზრებული აქვთ , რას ნიშნავს , ფაშისტური რეჟიმის რეინკარნაცია და დარწმუნებულიც ვარ, ისინიც მივიდოდნენ არჩევნების მეორე ტურში , რომ რევანშის ახალი ტალღა არ აღმოცენდეს ქვეყანაში!!!
რა დავამტკიცეთ გუშინ ამ ფართომასშტაბიანი აქციით?
ის, რომ , „ქართულ ოცნებას “ „ნაციონალებზე“ მეტი მხარდამჭერი ჰყავს და თუ ჭკუით არ იქნება, ცხვირ-პირს გავუერთიანებთ?!
რა თქმა უნდა, რევანშის ყოველგვარი ცდა თავიდან უნდა ავიცილოთ, მაგრამ, ეს ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს-მას სათანადო ბერკეტები უჭირავს ხელში ამის გასაკეთებლად.
ისიც ხომ ფაქტია, რომ ყოველგვარი ანტიაქცია საზოგადოების კიდევ უფრო დაპირისპირებას და პოლარიზებას უწყობს ხელს?!
მე მაგალითად, ერთადერთი აქციის მომხრე ვიქნები, თუ რა ტქმა უნდა, ამ კოვიდპანდემიის პირობებში ეს შესაძლებელია:ვაიძულოთ ხელისუფლება გამოიყენოს სამართლებრივი ბერკეტები და გაასამართლოს „ნაციონალური“ რეჟიმი, როგორც დანაშაულებრივი პოლიტიკური სისტემა, რაც ამავდროულად, პოლიტიკური ავანსცენიდან მათ გაქრობას გამოიწვევს.
სხვაგვარად ჩვენ უხეირო ინსტრუმენტები ვართ ნებისმიერი ხელისუფლების ხელში და მსგავსი ბალ-მასკარადებით კიდევ უფრო ვღრღნით იმ „სხეულს“ , რომელსაც საქართველოს სახელმწიფო ჰქვია!
არ ვარ აგრესიული ოპონენტების მიმართ, მაგრამ, რბილად ნათქვამი თუ გამომივიდა, ვიტყვი: ძალიან უხერხულად და უადგილოდ მომეჩვენა ქალბატონ ნანა კაკაბაძის კომენტარი ზემოთხსენებულ სტატუსზე, რომ მე თითქოს კარგის დანახვის უნარი დავკარგე, რომ ჩემს გონებას გამოფხიზლება სჭირდება, რომ ჩემში „ბოღმას , ღვარძლს და ქილიკს არ სძინავს“.
მართალია პირდაპირ არ უკადრებია, მაგრამ, „ზოგზოგიერთებში“ მეც რომ მიგულისხმა, ცხადია,თუმცა, ამაზეც არ გაჩერდა-უკვირს, როგორ ეტევა ადამიანში ამდენი ბოროტება!
არა, ქალბატონო ნანა, არც შურიანი და ღვაძლიანი ვარ , არც ქილიკია ჩემი ადამიანებთან ურთიერთობის სტილი.რაც შეეხება ბოროტებას, მადლობა ღმერთს, საერთოდ თავისუფალი ვარ ამ საშინელებისგან!
ჩვენს შორის კი ის განსხვავებაა, რომ ფანატიკოსი არასდროს ვყოფილვარ და არც „ხელმწიფის ნავში “ ჩავმჯდარვარ ოდესმე.
მადლობა უფალს, რეალობის ობიექტურად აღქმის და შეფასების უნარი აქამდე შემომრჩა!
კიდევ ბევრი რამის თქმა შეიძლება, მაგრამ,ამჯერად აქ გავჩერდები !

Next Post

„ვერ დავკარგავ ძვირფას დროს უღირსი პასკვილების პასუხებზე - ვერ გამაჩერებთ არ ვარ „პადარკა” - სოსო გოგაშვილი

ხუთ ოქტ 28 , 2021
722 წაკითხვასოსო გოგაშვილის პოსტი ფეისბუქში: ჟურნალისტები მირეკავენ და მთხოვენ კომენტარს ჩემი მისამართით გავრცელებულ კიდევ ერთ სიბინძურეზე. მეამაყება, რომ ბევრისგან განსხვავებით გავიზარდე ღირსეულ ქართულ ოჯახში, სადაც მშობლებმა მასწავლეს ზრდილობა, ღირსების შენარჩუნება და მორალური საზღვრების დაცვა. ამისთვის ყველანაირი პირობა შემიქმნეს, მომცეს კარგი განათლება! მადლობა დედას და მამას დანარჩენი კი ცხოვრებამ მასწავლა, მადლობა უფალს ზუსტად იგივე პრინციპით ვზრდი ჩემს შვილებსაც. აქედან გამომდინარე, ვერანაირი […]