„ამ ფულის, როზგის და შარდის სუნით გაჟღენთილი არჩევნების “მოგების” ფასი ხელისუფლებისთვის არის..“ – გია ხუხაშვილი

712 წაკითხვა

გია ხუხაშვილის პოსტი ფეისბუქში:

ამ ფულის, როზგის და შარდის სუნით გაჟღენთილი არჩევნების “მოგების” ფასი ხელისუფლებისთვის არის საპარლამენტო არჩევნების გარანტირებული წაგება.
რაც უფრო შორს გადაიწევს ეს არჩევნები, მით უფრო კატასტროფული იქნება ეს მარცხი და მით მეტი პასუხისმგებლობა იმ “საგმირო საქმეებზე”, რაზეც ხელისუფლებაში მოკალათებული ჯგუფი ხელს აწერს ძალაუფლების შენარჩუნებისთვის.
ახლა მთავარია, ამ საზოგადოებამ იპოვოს საკუთარ თავში ძალა, რომ ხელების ჩამოშვების, ან პირიქით შუბლით დატაკების ნაცვლად, იფიქროს და უზრუნველყოს ის მომავალი, რომელიც დაასრულებს მანკიერ პოსტ-საბჭოურ სისტემას და რომელიც შექმნა ერთმა, გადაიბარა მეორემ და განავითარა მესამემ

Next Post

„დამარცხებულმა პოლიტიკოსებმა დაისვენეთ, დაიძინეთ და ლოგინში გადატრიალდით“ - თეა წულუკიანი

კვი ოქტ 31 , 2021
712 წაკითხვაკულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ნაციონალური მოძრაობის დამარცხებულ კანდიდატებს მიმართავს: „წინ კვირა დღეა. დამარცხებულმა პოლიტიკოსებმა დაისვენეთ, დაიძინეთ და ლოგინში გადატრიალდით. რაც შეეხებათ ოცნების კანდიდატებს, ყველა გამარჯვებულს ვულოცავ, ვისთვისაც ხმების დათვლა დასრულდა ან ბოლო ეტაპს უახლოვდება. წინ ბევრი საქმეა! იმედების გამართლებას გისურვებთ!”– წერს თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში.