„სხდომის ბოლო ნაწილი, ჩემთვის როგორც ერთი რიგითი ამომრჩევლისთვის სამარცხვინო იყო“ – დავით ჩიხელიძე

632 წაკითხვა
„დღეს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი სხდომა გაიმართა, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები შედგა, ეს არის ფაქტი, რომელსაც როგორც ადგილობრივი ასევე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ანგარიშები და დასკვნები ადასტურებს!
ცესკოს შემაჯამებელი სხდომის დაწყების წინ და მიმდინარეობის დროს საინტერესო პროცესები ვითარდებოდა, სხდომა აქციის ფონზე დაიწყო, რომელსაც პოლიტიკურად მოტივირებული არასამთავრობო ორგანიზაციების და ნაციონალური მოძრაობის წევრები მართავდნენ, რაც შეეხება უშუალოდ ცესკოს სხდომას, საზოგადოებამ ნაციონალური მოძრაობის მიერ წარმოდგენილი 11 საჩივარი იხილა, ისინი 9 ოლქში შედეგების ბათილად ცნობას და ხელახალ არჩევნებს ითხოვდნენ, 11 საჩივრიდან 4 საჩივარს არ ახლდა მტკიცებულებები სხვა საჩივრებს კი არანაირი სამართლებრივი საფუძვლები არ ჰქონდა ეს იყო საჩივრები საჩივრისთვის, რომელიც ჭიქაში ქარიშხლის ატეხვას ემსახურებოდა.
რა თქმა უნდა საჩივრები არ დაკმაყოფილდა, რადგან დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა. სხდომის ბოლო ნაწილი, ჩემთვის როგორც ერთი რიგითი ამომრჩევლისთვის სამარცხვინო იყო, რადგან კომისია ოპოზიციის მიერ დანიშნულმა რამდენიმე წევრმა დატოვა (სიორიძე-ლელო, კირთაძე-ნაციონალური მოძრაობა, ჯინჯოლავა-ევროპული საქართველო, კობახიძე-სტრატეგია აღმაშენებელი) სამარცხვინო იყო მათი საქციელი, რადგან ამ ადამიანებს განსხვავებული აზრის არათუ მიღება, მოსმენაც კი არ შეუძლიათ, ისინი საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგით მოქმედებენ და არა კომისიის საერთო ინტერესების გათვალისწინებით. განსაკუთრებით ამაზრზენია სიორიძის საქციელი, რომელიც ცესკოს თავმჯდომარის პირველი მოადგილეა და მას მეტი სერიოზულობა მართებს.
2021 წლის არჩევნები მალე ისტორიის კუთვნილება გახდება, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა გვაჩვენა, რომ ცესკომ მორიგი წარმატებული არჩევნები ჩაატარა, სადაც დაცული იყო მთავარი, ადამიანის თავისუფალი ნების გამოხატვის უფლება“ –  წერს „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე.

Next Post

„კაზინოების მეწილე გიორგი სიორიძე, იმდენად მიეჩვია კამერების წინ კეკლუცობას, რომ..“ - თამთა მეგრელიშვილი

შაბ ნოე 13 , 2021
632 წაკითხვაიურისტი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს: მიუკერძოებლობასა და კანონზე მაღლა ცესკოს ზოგიერთი უპრინციპო წევრი ცესკოში მისი დამნიშნავ დამსაქმებელი პარტიის პოლიტიკურ მიზნებსა და ინტერესებს აყენებს რაც ფაქტებით დასტურდება. მაგალითისთვის კაზინოების მეწილე გიორგი სიორიძე, იმდენად მიეჩვია კამერების წინ კეკლუცობას, რომ ურთიერთგამომრიცხავ პარტიულ მესიჯებს ახმოვანებს. ის ურცხვად მიიწერს ცესკოს მიერ ამ არჩევნებისთვის დანერგილ ყველა ნოვაციას როგორებიცაა: ვიდეოფიქსაცია(ბიულეტენების დათვლის პროცესის გადაღება) უბნების გადათვლა […]