„შემირიგდი, შენი დედაც ვატირე“ – სერიოზული არ არის“ – იაგო ხვიჩია

1,138 წაკითხვა

ჩვენ ეროვნული შერიგების დიდი გულშემატკივრები ვართ – იმდენად გვინდა ამ თემაზე დამატებით ინფორმაცია მივიღოთ, რომ ჩვენი თანაპარტიელი ვახტანგ მეგრელიშვილი მზად არის უფრო ღრმად სასაუბროდ მიხეილ სააკაშვილს შეხვდეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს “გირჩის” დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განუცხადა.

როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, მათთვის სასიხარულოა, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა ეროვნული შერიგების მნიშვნელობას ხაზი გაუსვა.

მისივე თქმით, “გირჩი” გაზაფხულიდან სწორედ ამ თემაზე საუბრობს, რის გამოც ოპოზიციურმა მედიამ მათ “ქართულ ოცნებასთან” შეკრული უწოდა.

“ჩვენ პირველ რიგში, გვაინტერესებს, მიხეილ სააკაშვილს ეს როგორ წარმოუდგენია. ნათქვამი: – შემირიგდი, შენი დედაც ვატირე – სერიოზული არ არის! ვფიქრობთ, მიხეილ სააკაშვილს ამ თემაზე სერიოზული არგუმენტები და პოზიცია ექნება. საბოლოო ჯამში, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი ციხეშია, შერიგება არ გამოვა. მისი ციხიდან გამოსვლის ერთადერთი გზაა, რომ მას ბიძინა ივანიშვილმა აპატიოს. როგორ უნდა მოხდეს ეს, დრომ უნდა გვაჩვენოს”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ipn

Next Post

Convert Bitcoin To Us Dollar

ხუთ დეკ 9 , 2021
1,138 წაკითხვაBTC to USD rate today is $38,111 and has decreased -5.1% from $40,153.33 since yesterday. When the price hits the target price, an alert will be sent to you via browser notification. To receive alerts, please allow web browser notification permission. Mt Pelerin Group SA is a company established in Switzerland since 2018, with offices in Neuchâtel and Geneva. […]