592 წაკითხვა1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7122 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7122 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7037 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0085 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9558 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9603 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0045 ლარი […]

104 წაკითხვასაფრანგეთი სამხრეთ კავკასიის რეგიონში ახალი ომების გაჩაღებისთვის ნიადაგს ამზადებს. ამის შესახებ აზერბაიჯანი პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა კონფერენციაზე “დეკოლონიაზაცია: ქალების გაძლიერება და განვითარება” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ალიევის თქმით, საფრანგეთი უარს ვერ ამბობს თავის კოლონიალურ პოლიტიკაზე, პატივს არ სცემს იმ ერების უფლებებსა და თავისუფლებისკენ სწრაფვას, რომლებიც ევროპის მიღმა ცხოვრობენ. “საფრანგეთი სტაბილურობას არღვევს არა მხოლოდ თავის ყოფილ და ახლანდელ კოლონიებში, არამედ ამავდროულად ჩვენს რეგიონშიც […]

124 წაკითხვა„ნაციონალური მოძრაობისა“ და გახარიას პარტიის გამოკლებით უნდა შეიქმნას საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციიდან შემდგარი დიდი გაერთიანება – კონსულტაციები უნდა დაიწყოს მალე, იანვრიდან, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობას“ ბარიერის პრობლემა არ აქვს და ბარიერის გადალახვის შანსი აქვს გახარიას პარტიასაც, ამიტომ ოპოზიციურ ველზე არსებულმა დანარჩენმა პოლიტიკურმა ძალებმა, მათ შორის, არასამთავრობო სექტორის იმ წარმომადგენლებმა ვისაც პოლიტიკაში წასვლის სურვილი […]

110 წაკითხვა“შობადობასთან დაკავშირებით ერთმნიშვნელოვანი პოზიცია გვაქვს, ჩვენ გვჭირდება ბევრი ბავშვი, ქართველმა ქალებმა მუცლით უნდა ატარონ თავიანთი შვილები და არა ამერიკელი, ავსტრიელი, ბანგლადეშელი თუ არაბი. დღეს ქართველი ქალები ატარებენ მუცლით სხვის შვილებს, უცხოელები ჩამოდიან და იყენებენ ქართველ ქალებს. ქართველი ქალები არიან შიდა უბედურებაში, თავისი შვილები უნდა ატარონ. ხელოვნურად თუ უნდა მოხდეს ჩასახვა, თავისი შვილი უნდა ჩასახონ და არა ამერიკელის, ავსტრიელის თუ […]

127 წაკითხვათუკი ვინმე არის რუსული სტილის პოლიტიკოსი საქართველოში, ეს პირველ რიგში გახლავთ „ლელოს“ ლიდერები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც რუსეთის მოქალაქეებთან დაკავშირებით „ლელოს” ინიციატივაზე დასმულ კითხვას უპასუხა. მისივე თქმით, „ლელოს“ ლიდერები „ადრე მოსკოვისკენ იყურებოდნენ” და ის მიაჩნდათ ცენტრად, ახლა იყურებიან სხვა ქვეყნებისკენ და ისინი მიაჩნიათ ცენტრად. „ჩვენ ახლახან ვნახეთ მამუკა ხაზარაძე როგორ იმყოფებოდა ვაშინგტონში და თავს იწონებდა, რომ აბეზღებდა ქართველებს, […]

122 წაკითხვამიხეილ სააკაშვილი ცდილობს, ქართულ პოლიტიკაში უკანონოდ ჩაერთოს – რაც შეეხება შეწყალებას, გასაკვირიც შეიძლება არაფერი იყოს, იმდენად „ნაცმოძრაობის“ მესიჯბოქსით საუბრობს ბოლო დროს სალომე ზურაბიშვილი, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადებები ნიშნავს „თავხედობას“, “განწირული ვითომ პოლიტიკოსის ფართხალს“ და ასევე, „ძველი ცოდვების ჩამოწერასთან გვაქვს საქმე“. „მიხეილ სააკაშვილი, რომელიც არ არის ამ ქვეყნის […]

134 წაკითხვა„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევრორეკომენდაციების 9 პუნქტზე მუშაობის პროცესში მმართველი გუნდის მხრიდან ღიაობა იქნება და ოპოზიციას ჩართულობას შესთავაზებენ. აღნიშნულის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც გამოეხმაურა საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებას, რომ რეკომენდაციების შესრულების პროცესში ხელისუფლება ინკლუზიური, ოპოზიცია კი კონსტრუქციული უნდა იყოს. როგორც კობახიძემ აღნიშნა, ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული 9 მოთხოვნა უფრო კონკრეტულია და მასზე მუშაობა უფრო ადვილი იქნება, ვიდრე […]

111 წაკითხვა„კასპერსკის ლაბორატორიის“ ექსპერტებმა გვერდი აუარეს თავდამსხმელთა დაცვას „ოპერაცია ტრიანგულაციის“   კამპანიისას, რომელმაც გამოიყენა ხუთი დაუცველობა. ოთხი მათგანი აღმოჩნდა ადრე უცნობი ნულოვანი დღის დაუცველობა. ჯერ კიდევ ამ ზაფხულს, „კასპერსკის ლაბორატორია“ იტყობინებოდა  APT კამპანია „ოპერაცია ტრიანგულიაციის“  შესახებ, რომელსაც დაექვემდებარნენ iOS მოწყობილობები. თავდასხმებმა გამოიყენეს ექსპლოიტების განაწილების დახვეწილი მეთოდი iMessage შეტყობინებების საშუალებით, რაც არ მოითხოვდა მომხმარებლისგან რაიმე ქმედებას. შედეგად, თავდამსხმელებმა მოიპოვეს სრული კონტროლი მოწყობილობასა […]

190 წაკითხვამაგრად ვიქნები მტრის ჯინაზე! -ამ ბრძოლიდან ფეხის მოცვლას არსად ვაპირებ. სადაც არ უნდა გადამსვან, გამომკეტონ, 500 გისოსი მიმამაგრონ, ხომ იცით, რომ ეს პირობითია,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე ჩართვისას განაცხადა. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, საქართველო აუცილებლად გაითავისუფლებს თავს. „ყველაფერი რაც ჩემს თავს ხდება, რაც საქართველოს თავს ხდება, ეს არის ოკუპაციის გაგრძელება. ეს არის დიდი უსამართლობა ჩემი ხალხის მიმართ, ეს […]

182 წაკითხვა Kaspersky Open Source Software Threats Data Feed შეიცავს ინფორმაციას დაახლოებით 42 ათასი დაუცველობის შესახებ 10 ათასზე მეტ პაკეტში და 11 ათას მავნე ან პოტენციურად სახიფათო ჰაკერულ  უტილიტ  პაკეტებს  ღია კოდით, რომლებიც განთავსებულია პოპულარულ საცავებში. „კასპერსკის ლაბორატორია“ გვაცნობებს,  რომ კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია მესამე მხარის კომპონენტების შემოწმება მათი გამოყენების რისკების შესამცირებლად. ახლა ეს შეიძლება გაკეთდეს პროგრამული უზრუნველყოფის CodeScoring-ის კომპოზიციური ანალიზის გადაწყვეტის […]