საფრანგეთი სამხრეთ კავკასიის რეგიონში ახალი ომების გაჩაღებისთვის ნიადაგს ამზადებს

104 წაკითხვა

საფრანგეთი სამხრეთ კავკასიის რეგიონში ახალი ომების გაჩაღებისთვის ნიადაგს ამზადებს. ამის შესახებ აზერბაიჯანი პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა კონფერენციაზე “დეკოლონიაზაცია: ქალების გაძლიერება და განვითარება” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ალიევის თქმით, საფრანგეთი უარს ვერ ამბობს თავის კოლონიალურ პოლიტიკაზე, პატივს არ სცემს იმ ერების უფლებებსა და თავისუფლებისკენ სწრაფვას, რომლებიც ევროპის მიღმა ცხოვრობენ.

“საფრანგეთი სტაბილურობას არღვევს არა მხოლოდ თავის ყოფილ და ახლანდელ კოლონიებში, არამედ ამავდროულად ჩვენს რეგიონშიც – სამხრეთ კავკასიაში, სადაც მხარს უჭერს სეპარატისტულ ტენდენციებსა და სეპარატისტებს. მილიტარისტულ პოლიტიკას ატარებს სომხეთის შეიარაღებით, სომხეთში რევანშისტულ ძალებს აქეზებს, ნიადაგს ამზადებს ჩვენს რეგიონში ახალი ომების გაჩაღებისთვის. ამავდროულად, საფრანგეთი გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის თავის სტატუსს ბოროტად იყენებს თავისი მიკერძოებული, არაობიექტური პოლიტიკის გასატარებლად, სხვადასხვა რეგიონებში გეოპოლიტიკური ინტრიგებით არის დაკავებული, სახელმწიფოების წინააღმდეგ ზეწოლის საშუალებად დასავლური ორგანიზაციების გამოყენებას ცდილობს”, – განაცხადა ალიევმა.

Next Post

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7122 ლარი გახდა

ოთხ ნოე 22 , 2023
104 წაკითხვა1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7122 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7122 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7037 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0085 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9558 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9603 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0045 ლარი […]