2,078 წაკითხვაშინაგან საქმეთა სამინისტრომ მერაბ კოსტავას გამზირზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის 2 პირი დააკავა. დაკავებული არიან: 1987 წელს დაბადებული გ.ბ. და 1989 წელს დაბადებული ნ.კ. ისინი არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს და არ ემორჩილებოდნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას. აღნიშნული პირები სამართალდამცველებმა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტზე დააკავეს. პირველადი ინფორმაციით, […]

1,596 წაკითხვასაქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, უძრავი ქონებისა და სამეწარმეო ორგანიზაციის წილების გამოძალვის, ასევე თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზების ფაქტებზე ბიზნესმენ გია უდესიანის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. უწყების განცხადებით, საქმე ეხება საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,გ“ ქვეპუნქტებს და 24, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტს. ასევე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო გამოძალვაში მონაწილე ზ.გ.-ს მიმართ, საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 […]

1,582 წაკითხვაპოლიციამ არასრულწლოვანი გოგონას თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით სამი პირი დააკავა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, უწყების აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხულოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2000 წელს დაბადებული სამი პირი – მ.ც. თ.ჯ. და ნ.ი. თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს. მათივე ინფორმაციით, დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ მ.ც.-მ, ორ […]

1,549 წაკითხვაგიორგი მამალაძის შეწყალების საკითხთან დაკავშირებით პროგნოზების გაკეთება უჭირს არასაპარლამენტო ოპოზიციასაც. ლევან სამუშიას თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება რეალურად არა სალომე ზურაბიშვილის, არამედ ბიძინა ივანიშვილის მისაღებია. როგორც ”თავისუფალი დემოკრატების” აღმასრულებელი მდივანი ფიქრობს, პრეზიდენტი ზურაბიშვილი უბრალოდ გამტარი და ხელისმომწერი პირია, ხოლო გადაწყვეტილებებს იღებს ბიძინა ივანიშვილი.  “რამდენად შეიწყალებს ზურაბიშვილი მამალაძეს ეს უკვე “ქართული ოცნების” ხელისუფლების გადასაწყვეტია, კონკრეტულად კი ბიძინა ივანიშვილის. ამ შემთხვევაში არავინ არაფერს […]

1,873 წაკითხვა„რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ახალ ბრალდებასთან დაკავშირებით გენერალური პროკურატურა განცხადებას ავრცელებს. აღნიშნულ განცხადებას „მედიაპრესი“ უცვლელად გთავაზობთ: „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2019 წლის 20 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2″-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე. გამოძიების […]

1,252 წაკითხვათბილისში, რამდენიმე წუთის წინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ახალგაზრდა კაცი დაშავდა. შემთხვევა მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარედ მოხდა. “კურიერის” ინფორმაციით, ქვეითად მოსიარულე არასრულწლოვან ბიჭს დაცვის პოლიციის ეკიპაჟი დაეჯახა. დაზარალებულს არსებული ინფორმაციით, მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება და საავადმყოფოშია გადაყვანილი. შსს-ს ინფორმაციით, საქმე 276-ე მუხლის მეორე ნაწილით არის აღძრული.

2,099 წაკითხვასაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქვემო ქართლის რეგიონში ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ერთ-ერთ ადმინისტრაციულ ერთეულში, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით დროებითი სარგებლობის სანაცვლოდ, შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმებისა და კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 2 000 […]

1,749 წაკითხვასახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ვიდეოსთან დაკავშირებით, რომელიც, სავარაუდოდ, ცხინვალის იზოლატორში ე.წ. სამართალდამცველების მიერ პატიმრების ცემას ასახავს, განცხადებას ავრცელებს. უწყებაში განმარტავენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია ლაშა ხეთერელის ჯანმრთელობის შესაძლო დაზიანების შესახებ არ დასტურდება. „საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება, საქართველოს რეგიონების ოკუპაციიდან გამომდინარე, მოკლებულია შესაძლებლობას, რომ დაუყონებლივ მიიღოს ინფორმაცია ოკუპირებულ რეგიონებში უკანონოდ დაკავებული პირების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის დასადგენად ცენტრალური ხელისუფლება აქტიურად იყენებს […]

1,509 წაკითხვასაქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს ბრალი წარუდგინა. ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია. მას ბრალი კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალში“ წარედგინა, სადაც რამდენიმე დღეა მკურნალობს. „ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს, 2019 წლის 30 სექტემბერს, მისი წარმომადგენლობითი ბიუროს სპეციალისტის, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე ბრალდება წარედგინა. ბრალდება წარდგენილია საქართველოს სისხლის […]

2,323 წაკითხვაჟურნალისტი გიორგი გაბუნია პროკურატურაში დაიბარეს. „მთავარი არხის“ ჟურნალისტი უწყებაში ორშაბათს უნდა მივიდეს. ტელეწამყვანი მოწმის სტატუსით დაბარებულია სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში.