308 წაკითხვაგავარტყი ამათ ყველანაირ მშვიდობას – განაცხადა მოქალაქე გიორგი სავანელმა 6 დეკემბერს, გადაცემა “რეაქცია”-ში სტუმრობისას. სავანელიც იმ ადამიანების რიცხვშია, ვინც თვლის, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლება რუსულ ინტერესებს ემსახურება და მოქალაქეებს აჯერებს, რომ ქვეყანაში მშვიდობაა.

262 წაკითხვატელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის თქმით, თუ 9 დეკემბერსმ, სასამართლომ არ მიიღო გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე, ძალიან მძიმე შედეგი დადგება. ამის შესახებ მან 6 დეკემბერს, გადაცემა “რეაქცია”-ში სტუმრობისას განაცხადა. ჟორჟოლიანის თქმით, მიხეილ სააკაშვილი მართლა ძალიან ცუდად არის და მას რომ რამე დაემართოს, ამაში დამნაშავე იქნება ყველა ის ადამიანი, ვისაც აკომპლექსებს მისი ხსენება.  

155 წაკითხვაგუბაზ სანიკიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს ხელისუფლება მოსკოვის დავალებით კლავს. ამის შესახებ მან 6 დეკემბერს, ტვ “პირველი”-ს გადაცემა “პირველ ხაზში” სტუმრობისას განაცხადა. “მიშას კლავს ეს ხელისუფლება, პირადად ბიძინა ივანიშვილი, ვლადიმერ პუტინი, იმიტომ, რომ ისინი არიან ერთსულ და ერთხორც. რატომ ჰყავთ სააკაშვილი ციხეში? – შიში აქვთ მისი, ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც”- თქვა სანიკიძემ.

152 წაკითხვანიკა მელიამ პარტიის “ლიდერშიპი” მთავარ ოფისში დაიბარა. საკითხი ეხება მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესს, რომელიც 9 დეკემბერს ჩაინიშნა და სადაც გადაწყდება, თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული მისთვის სასჯელის გადავადებასთან ან უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანასთან დაკავშირებით. “მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ჩაინიშნა 9 დეკმებერს, 13 საათზე. ამ ეტაპზე ერთიანი და კონსოლიდირებული მოქმედება გადამწყვეტია. არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, რომ ამ პროცესს ხელი შევუწყოთ ჩვენი ერთობითა […]

163 წაკითხვამსახიობი ნანა ბუთხუზი გადაცემა “რეაქცია”-ში სტუმრობისას ქვეყანაში მიიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს გამოეხმაურა და მოქმედი ხელისუფლება გააკრიტიკა. მისი თქმით, ომი, სწორედ “ქართულ ოცნებას” სურს და არა იმ ადამიანებს, ვისაც ადანაშაულებენ ომის სურვილში. მისი თქმით, დღეს სირცხვილია მიხეილ სააკაშვილის ხსენება, ადამიანის, რომელმაც ფეხზე დააყენა ქვეყანა.

135 წაკითხვაამ პეტიციაზე ხელისმოწერით მოვითხოვ, გათვალისწინებულ იქნას ჩემი ნება, თავისუფლების მოედანზე წარწერა „მშვიდობის ქალაქი“ ჩანაცვლდეს სხვა, ყველასთვის მისაღები სლოგანით, (მაგ.სოლიდარობის ქალაქი; ევროპული ქალაქი; ა.შ) (ჩაატარეთ კენჭისყრა, გამოკითხვა… … ) ან 2023 წელს შევხვდეთ სლოგანის გარეშე.”– წერია ონლაინ პეტიციის ტექსტში, რომელიც ნატა ფერაძემ, კახა კალაძის სახელზე შეადგინა. “ვინაიდან მე, როგორც ქვეყნის მოქალაქე თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობ ჩემი მთავრობის არადემოკრატიულად შერჩეული სლოგანით ომში […]

251 წაკითხვაშეუძლებელია იყო მშვიდობის ქალაქი, როდესაც კიევში უბედური ბომბები ცვივა”- განაცხადა გიგი უგულავამ 6 დეკემბერს, “მთავარი არხი”-ს გადაცემა “დღის სტუმარში”, რითაც გამოეხმაურა თბილისის საახალწლო სლოგანს “თბილისი-მშვიდობის ქალაქი”. “შეუძლებელია, არ არსებობს, ეს ანომალიაა. რატომ უნდა ამოადინო ადამიანებს ცხვირში, გააღიზიანო. 2 თვის წინ ბავშვი დაიღუპა, ამდენი უბედურება ხდება, რა საჭიროა”- განაცხადა გიგი უგულავამ. მისი თქმით, იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლება ეხმარებოდეს უკრაინელებს, პროპაგანდით […]

142 წაკითხვაელისო კილაძის პოსტი მიხეილ სააკაშვილზე: “არ მინდოდა დაწერა,მაგრამ რაკი გიული ალასანიამ უკვე იცის (საჯაროდაც თქვა), “ვივამედში” მიშას რეანიმაციაში გადასაყვანად ემზადებიან! დანიშნეთ პროცესი – გაიგეთ, ცუდადაა, ცუდად”- წერს ელისო კილაძე.

162 წაკითხვა“დრო მოვიდა დავწერო ამაზე. ყველაფერი, რაც ახლა უნდა მოვყვე – გადამხდა, ვნახე და მოვისმინე პირადად მე, ნათია პაპიძემ და სხვის მონაყოლს არ ვიმეორებ. ჩემი სმენის, თვალის და ტვინის მონაწილეობით რაც მოხდა – იმას ვყვები.”– წერს სოციალურ ქსელში ერთ-ერთი საქველმოქმედო ფონდის წარმომადგენელი ნათია პაპიძე, რომელსაც  უკრაინის ომში მონაწილეების დასახმარებლად შექმნილ ქართულ შტაბში უნდა ემუშავა, თუმცა, მისი თქმით, იქ ნანახი ვითარების […]

199 წაკითხვაპრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პატრიარქს შეხვდა. “დღეს შევხვდი კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს. ჩვენს პატრიარქს წმინდა მიწაზე, მდინარე იორდანეზე, ქართული კულტურის ცენტრის პროექტის პირველადი ვერსია წარვუდგინე და გავაცანი. მისმა უწმინდესობამ მისი მოსაზრებები გამიზიარა და პროექტზე ერთად ვიმსჯელეთ. მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ, მდინარე იორდანესთან ქართული სავანის მშენებლობის პროექტზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. მალე დავიწყებთ პროექტის შეთანხმების შესაბამის პროცედურებს, ხოლო მოგვიანებით, მშენებლობის […]