2,218 წაკითხვაკავკასიის უნივერსიტეტის დელეგაცია, რომელიც თბილისში გუშინ დაბრუნდა, 2-კვირიან კარანტინს გაივლის. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კავკასიის უნივერსიტეტის პრესსამსახურში განუცხადეს, 15-კაციანი დელეგაცია საქართველოში ირანიდან ბაქოს გავლით ჩამოვიდა. პრესსამსახურის ინფორმაციით, მათ აეროპორტში შემოწმება გაიარეს და ინფიცირების ნიშნები, მათ შორის არც ტემპერატურა არ დაუდგინდათ. ამის მიუხედავად, დელეგაციის 5 წევრი კარანტინს აბასთუმანში გაივლის, ხოლო 10 მათგანი – საკუთარ სახლში. მათზე დაკვირვება 14 დღის განმავლობაში განხორციელდება.

3,297 წაკითხვაჟურნალისტი, ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში, წერს: “ჟურნალისტების უპასუხისმგებლო, ისტერიული, აღვირახსნილი “კორონა” კამპანიის გამო, არაღიარებული ტერიტორიების ე.წ. თავკაცებმა თავი მართლა კაცებად იგრძნეს და საზღვარი ჩაგვიკეტეს!!!! აი, დავირუსებული ფურთხის ღირსებიც კი არ ხართ!”

2,887 წაკითხვასაქართველოს სახალხო დამცველი კორონავირუსის აღმოჩენის შემდეგ გაჩენილ პანიკას ეხმიანება და მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს: “დავმშვიდდეთ მეგობრებო, მოხდა ის რაც მოსალოდნელი იყო. პრევენციული ზომები მივიღოთ და თავს, ერთმანეთს და ქვეყანას გავუფრთხილდეთ! პანიკა სრულიად უადგილოა და მაღაზიების გამოცარიელება! კიდევ იქნება სხვა შემთხვევებიც და ყველა გამოჯანმრთელდება! ამას უჩვენებს სტატისტიკა და დინამიკა. პირბადეც უფრო მან უნდა ატაროს, ვისაც სიმპტომები აქვს, თორემ იმდენს მაინც ვერ […]

2,354 წაკითხვარა დაგავიწყებდათ ჯანდაცვის მინისტრ ლადო ჭიპაშვილის განცხადებას 2006 წელს. მინისტრმა დამაჯერებლად განაცხადა, რომ, ფრინველის გრიპის პანდემიის შემთხვევაში, საქართველოს მოსახლეობის 40 პროცენტი დაავადდება, მათგან – ყოველი მესამე გარდაიცვლება. შემდეგ დაიწყო ტელე-შოუები სხვენებში გადამალული ქათმების ამოღებით და პალიასტომზე, კატერზე ამხედრებული პირბადეაფარებული ნოღაიდელის მიერ გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვება, ფრინველის გრიპს გადარჩენილებს ღორის გრიპი გვეტაკა, ასეთივე აპოკალიპსურ პროგნოზებითა და ღორების საჩვენებელი განადგურებით, ასევე კამერების თანხლებით. […]

2,354 წაკითხვაზვიად კუპრავას საკუთარ სახლთან თავს დაესხნენ. როგორც დაზარალებული ამბობს, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ავტომანქანიდან გადმოვიდა. „მოვიდა ორი ბიჭი, თითქოს რაღაცის კითხვა უნდოდა, ამ დროს სახეზე რაღაც გაურკვეველი ნივთიერება შემომასხეს, რამაც დამიწვა სახე, ამის შემდეგ ფეხებით რტყმა დამიწყეს“- ამბობს ზვიად კუპრავა. ეჭვმიტანილების ვინაობა ამ დროისთვის უცნობია. ზვიად კუპრავა კი მასზე თავდასხმას  გიორგი გახარიასა და ბიძინა ივანიშვილს აბრალებს.

1,997 წაკითხვასაქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთისა და დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების მიზნით სასაზღვრო გამტარ პუნქტებში მიღებულ ზომებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრების მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველო, საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთისა და დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების მიზნით, სასაზღვრო გამტარ პუნქტებში უზრუნველყოფს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან შემოსული მგზავრების შემოწმებას […]

1,277 წაკითხვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, საგარეო უწყება ყველა უწყებასთან ერთად კოორდინირებულად მუშაობს, რათა კორონავირუსის საქართველოში შემოღწევის პრევენცია მოხდეს. „პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით არის შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო ჯგუფი. საგარეო საქმეთა სამინისტრო პირველივე დღიდანვე არის ჩართული ამ პროცესში და ყველა უწყებასთან ერთად კოორდინირებულად ვმოქმედებთ, რათა ამ ვირუსის საქართველოში შემოღწევის პრევენცია მოხდეს. ჩვენ ვართ არა მხოლოდ შიდაუწყებრივ კოორდინაციაში ჩართული, არამედ საგარეო […]

1,757 წაკითხვაკორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ, თურქეთი საქართველოსთან საზღვრის კვეთის რეჟიმს ამკაცრებს. როგორც საქართველოში თურქეთის საკონსულოს განცხადებაშია ნათქვამი, საზღვრის კვეთისას მოქალაქეებს პასპორტის წარდგება მოუწევთ. “კორონავირუსის საშიშროების საწინააღმდეგო ღონისძიებების გათვალისწინებით, 26.02.2020 წლის მდგომარეობით, საღამოს 23:30 საათიდან მოყოლებული, დაიწყო პასპორტის კონტროლის წარმოება ტრაილერების (TIR– ის) მძღოლებისათვის, რომლებიც საქართველოში შესვლას აპირებენ. ამ დროისთვის საქართველოში შესვლა არ არის ნებადართული მათთვის, რომლებსაც პასპორტის მიხედვით, ბოლო 21 დღის […]

1,819 წაკითხვარუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანება აღსაზრდელებისთვის თავისუფალ დასწრებას აცხადებს. ამის შესახებ გაერთიანების ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდიდან გახდა ცნობილი. გაერთიანებაში კი, მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ. გაერთიანება განმარტავს, რომ თავისუფალი დასწრება მშობელთა თხოვნის საფუძველზე გამოცხადდა. „რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანება 2 მარტიდან პირველ აპრილამდე ბავშვებს მიიღებს თავისუფალი დასწრების რეჟიმით. თავისუფალ დასწრება არ ცხადდება ჯანმრთელობის სამინისტროს რეკომენდაციით, რადგან ქვეყანაში ამ ეტაპზე არ არსებობს რამე ტიპის ვირუსული პანდემიის საფუძველი. თავისუფალი […]

16,179 წაკითხვაექიმი და მომღერალი ლაშა ღლონტი, კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილ პანიკასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს და მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს. 1. კორონა ვირუსით სპეკულირება მსოფლიო მასშტაბის აფიორაა, რაც ეკონომიკური ომების შედეგია (გვახსოვს ალბათ ქათმის, ღორის გრიპები, ებოლა და ა.შ!) 2. იგი ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ვირუსია. 3. რაც შეეხება სიკვდილიანობას, იგი გაცილებით დაბალია, ვიდრე სხვა ვირუსით დაავადების შეთხვევაში. 4. მკურნალობა მაღალეფექტურია. 5. დაავადება იშვიათია […]