4,404 წაკითხვა„მებრძოლ პატრიოტთა კავშირი“ ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს სპეციალური განცხადებით ეხმაურება. კავშირის თავმჯდომარე ემზარ ქვარიანი აცხადებს, რომ ვეტერანებმა, ვინც უკვე არაერთხელ იბრძოლა ქვეყნის კეთლდღეობისათვის, მზად არის კიდევ ერთხელ გასწიროს თავი ქვეყნის გადასარჩენად, რომ ისინი დანებებას არ აპირებენ და ამას ქართველი ხალხი სულ მალე დაინახავს: „2020 წლის არჩევნებისთვის დაიწყება დიდი პოლიტიკური დუღილი, გაიზრდება ზიზღი და ბოღმა. ადამიანებს, რომლებსაც ქვეყნის და […]

2,216 წაკითხვამაჩალიკაშვილების ადვოკატის, მარიამ კუბლაშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის” უფროსის ყოფილი პირველი მოადგილე იოსებ გოგაშვილი გამოეხმაურა: „ერთი წლის წინ ჩემი ოჯახის წინააღმდეგ ტერაქტს ვინ გეგმავდა? ორგანიზატორი ან წამქეზებელი ვინ იყო? 01:34:00-დან უყურეთ ამ ინტერვიუს. მემგონი ძალოვანი უწყებები უნდა დაინტერესდნენ ამ ადვოკატის სკანდალური განცხადებით და დაკითხონ იგი ტერორისტული აქტის მომზადებაზე მიმდინარე სიხლის სამართლის საქმის ფარგლებში. საქართველოს პროკურატურა / The […]

2,868 წაკითხვამალხაზ და თემირლან მაჩალიკაშვილების ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა, “ალტ ინფოსთან” მიცემულ ინტერვიუში თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის შესახებ ვრცლად ისაუბრა და საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი ფაქტები გაასაჯაროა. ადვოკატმა კუბაშვილმა ისაუბრა მალხაზ მაჩალიკაშვილის ირგვლივ შემოკრებილი პირების შესახებ და განაცხადა რომ, მას კონკრეტული ადამიანები, საკუთარი პოლიტიკური და პირადი ინტერესების გამო იყენებენ. კუბლაშვილის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ პირველ მოადგილეს სოსო გოგაშვილს, მალხაზ მაჩალიკაშვილი ბრალს […]

1,727 წაკითხვასაქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში ციხიდან გაყვანისა და ყოფილ მთავარ პროკურორ, ოთარ ფარცხალაძესთან შეხვედრის დეტალების შესახებ ისაუბრა. როგორც მერაბიშვილმა აღნიშნა, მას საქართველოს ტერიტორიის დატოვება შესთავაზეს, თუ აღიარებდა, რომ ზურაბ ჟვანიას მკვლელობა ყოფილი ხელისუფლების დროს მოხდა. „ღამით გამიყვანეს, ციხის უფროსი შემოვიდა. მიმიყვანეს ფარცხალაძესთან, დეტალებს არ მოვყვები. შემომთავაზა, რომ საქართველო უნდა დამეტოვებინა. იმისთვის, რომ საქართველოს დატოვების […]

2,362 წაკითხვა,,აფრიალეთ ახლა ,,ოცნების“ სექტამ მერაბიშვილის დახოცილ-ნაწამები ადამიანების სიები (სხვათაშორის, მამაჩემის სახელს ვერსად წავაწყდი). ეგ სია ჩვენ, ხალხს, ისედაც ზეპირად გვახსოვს და სჯობს, თქვენ ლიდერს მიართვათ, დიდი ასოებით. ვაი, თქვენს პატრონს, ყველას ერთად! ხალხს ღირსება არა, მაგრამ მკვლელების ბანდას მორალური უპირატესობა ნაღდად დაუბრუნეთ. ისე, თავად მერაბიშვილს 6 და 9 რომ ერთმანეთში ერევა, საგულისხმოა. ამოატრიალებ 6-ს, მიიღებ 9-ს. ამოატრიალებ 9-ს, მიიღებ […]

2,179 წაკითხვათინა ხიდაშელის გამოხმაურება ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებასა და მის განცხადებაზე ხელისუფლების დამხობის შესახებ: “ქალაქში ახალი ცირკი ჩამოდგება დღეიდან. ყოველ ჯერზე როდესაც დღეს ციხიდან გამოსულ კაცზე ისაუბრებთ, ან ეთერში გეყოლებათ ან მის გმირად და რეჟიმის მსხვერპლად წარმოჩენას შეეცდებით ნუ დაგავიწყდებათ, რომ ამით გმირულ საქციელად მიიჩნევთ: პოლიციურ რეჟიმს, რეპრესიებს, დემონსტრაციის შემდეგ დატოვებულ გვამებს, მოპარულ არჩევნებს, ასობით გადამალულ და სასტიკად ნაცემ დემონსტრანტს. ნუ […]

1,487 წაკითხვააზერბაიჯანი ერთ-ერთი მუსლიმანური სახელმწიფოა მრავალთაგან, რომელიც საქართველოში ისლამის მიმდევრებს პატრონობს. განსაკუთრებით ამ მხრივ აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია “სოკარი” გამოირჩევა. “სოკარი” ბუნებრივ აირს უფასოდ მიაწვდის საქართველოს ეკლესიის საკუთრებაში არსებულ 72 მეჩეთს. ამის შესახებ საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარემ, შეიხმა ჰაჯი რამინ იგიდოვმა განაცხადა. იგიდოვმა მადლობა გამოხატა აზერბაიჯანის მიმართ და აღნიშნა, რომ “ყველაზე დიდ მხარდაჭერას საქართველოს მუსულმანური თემი აზერბაიჯანისგან ღებულობს”. “სოკარი” მეჩეთების ბუნებრივი […]

2,121 წაკითხვამე ვარ კმაყოფილი იმით, რომ არ წავედი არავითარ კომპრომისზე, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ განაცხადა. მან ახლობლებს და მეგობრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „ზუსტად 6 წელიწადი და9 თვე ვიმყოფებოდი საპატიმროში სამარტოო საკანში. მე ვარ კმაყოფილი იმით, რომ არ წავედი არავითარ კომპრომისზე, უპირველეს ყოვლისა, არ წავედი კომპრომისზე ჩემი თავის მიმართ“, – განაცხადა მერაბიშვილმა საპატიმროს […]