1,362 წაკითხვაშინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ვანო მერაბიშვილი პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ პოლიტიკურ აქტიურობას გააგრძელებს. როგორც მერაბიშვილის ადვოკატი, გიორგი ჩივიაშვილი გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ საუბარში აცხადებს, მისთვის მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ მერაბიშვილი პოლიტიკურ ცხოვრებას დაუბრუნდება, თუმცა, რომელ პოლიტიკურ პარტიას შეუერთდება, ადვოკატისთვის უცნობია. „20 თებერვალს ვანო მერაბიშვილი სრულად მოიხდის სასჯელს, მას ვეღარ მიუსჯიან იმაზე მეტს, რამდენიც მოიხადა. ამიტომ ტელეკომპანია “იმედთან” დაკავშირებული ის […]

2,304 წაკითხვა„დღეს საქართველოში დასრულებული სახე მიეცა რუსული რეჟიმის ჩამოყალიბებას და რა თქმა უნდა, ეს გამოიხატება ქართული სახელმწფოს მკვლელობით, საქართველოს მოქალაქის და სახელმწიფოს თავისუფლების მკვლელობის სახელით“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ, პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობენ. როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, ბევრი დრო არ დარჩა, როდესაც ამ შენობაში, ამ დარბაზში, ამ სანოტარო ბიუროს ნაცვლად განთავსდება […]

1,527 წაკითხვამოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენლებმა​ ​საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ცხვრები მიიყვანეს. აქციაზე აცხადებენ, რომ „პარლამენტარები ცხვრებივით მისცემენ ხმას მთავრობის დამტკიცების საკითხს“. პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს პლენარულ სხდომაზე იხილავს.

2,950 წაკითხვაასე ყრუ დაცვაში დგომით, როგორც, ჩემდა გასაკვირად, ბ-ნი გახარია იდგა გ. ბოკერიას წინაშე, “ნაციონალებს” კი არა, ლობიოს ვერ დავამთავრებთ… ისევ და ისევ “რუსეთუმეობა” რომ არ დასწამონ, იმის შიში ალბათ, თორემ განა გახარიას არ შეეძლო: 1. განევრცო თეზისი, რომ გავრილოვს თავად “ნაცხროვამ” მოუგონა აფხაზეთის ომში რაიმენაირი მონაწილეობა და რომ ამის საბუთი არ არსებობს – მიზანი კი პროვოკაციის მოწყობა იყო, რომელიც […]

2,945 წაკითხვა ავიაცია, არტილერია, საზღვაო ფლოტი, სანჟინრო და დაზვერვა, ამ მიმართულებების გარშე ჯარი არაფერია, იზორიამ ეს ყველაფერი გაანადგურა და ბრძოლის უნაარო გახადა ჯარი, რაც ქვეყნის ღალატის ტოლფასია. მერე ვისაც კი ქვეყნის წინაშე დამსახურება ჰქონდათ, ვეტერანებს ვგულისხმობ, ერთი ხელის მოსმით გაყარა სამსახურებიდან. ამით დანარჩენ ჯარისკაცებს ის დაანახა რომ, რაც არ უნდა დამსახურება ჰქონდეთ ქვეყნის წინაშე, ისინიც ქუჩაში აღმოჩნდებიან ნებისმიერ დროს. პატრიოტული […]

2,208 წაკითხვა„გირჩი“- ს დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატ ირაკლი ღარიბაშვილს ეხმიანება, რომელმაც ჯარიდან თავის არიდების მიზნით მათ საქმიანობას ქვეყნისთვის ძირგამომთხრელი უწოდა და განაცხადა, რომ აღნიშნული საკითხი მოკლე დროში უნდა გადაწყდეს. „ცოტა ხნის წინ პარლამენტში თქვი ბიბლიური თავისუფლება სექტაა, რომელიც ძირს უთხრის სახელმწიფოებრიობას და ქვეყნის უსაფრთხოებასო, 8 წელია გიყურებ და შენთვის უსაფრთხოების ან ეკონომიკის საკითხების ახსნას რომ აზრი არ აქვს […]

1,941 წაკითხვაკრიმინალური პოლიციის რეფორმა, საგამოძიებო, საუბნო და ოპერატიული მიმართულებების გამიჯვნას გულისხმობს, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. როგორც გომელაურმა გამოსვლაში აღნიშნა, შსს-სთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა და დანაშაულის პრევენცია. სწორედ ამიტომ, სამინისტროში მიმდინარეობს კრიმინალური პოლიციის რეფორმა. „შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა და დანაშაულის პრევენცია. სწორედ […]

1,741 წაკითხვაპარლამენტში არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები არ შეუშვეს. ოპოზიციის ლიდერები საკომიტეტო მოსმენებზე დასწრებას ცდილობდნენ, თუმცა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენლებმა ისინი არ შეუშვეს. ოპოზიციონერთა განცხადებით, აღნიშნული კანონდარღვევაა, ვინაიდან მათზე დაშვებულია საშვიც და ამავდროულად, მათ, როგორც საქართველოს მოქალაქეებს, უფლება აქვთ დაესწრონ საპარლამენტო საჯარო სხდომებს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. საქართველოს პარლამენტში დეპუტატები დღეს მინისტრობის კანდიდატებს, მათ შორის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას მოუსმენენ. ipn.ge