„ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე აცხადებს, რომ დღეს საზოგადოება გახლეჩილია, ერთ მხარეს დგანან კრიმინალები, მათი გარემოცვა, მეორე მხარეს კი – ქართული სახელმწიფო:
„ერთ მხარეზე დგანან კრიმინალები და მათი გარემოცვა, რომელმაც ჩაიდინეს სისხლიანი დანაშაულებები ამ ქვეყანაში, დაკარგეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი და მეორე მხარეს დგას ქართული სახელმწიფო, ამ სახელმწიფოს მოქალაქეები. ამასთან შეგუება და შერიგება არ არის დემოკრატიული ღირებულება, დემოკრატიული ფასეულობა, ეს არ არის კანონის უზენაესობა. ასეთი რაღაცისკენ მოწოდება არის ხელყოფა ყველა იმ ღირებულებისა, რაზეც უნდა იდგეს თავისუფალი, დემოკრატიული საზოგადოება. ასეთი მოწოდებები ჩვენ მიგვაქანებს არა დასავლეთისკენ, არამედ – რუსული პოლიტიკისკენ, რომელიც მოკლებულია ყველანაირ დემოკრატიულ ღირებულებას“.