„როგორ შეიძლება, ასეთ მავნებლებს აზრი ჰკითხო?“ – მაია ნიკოლეიშვილი

761 წაკითხვა

„მე ვუყურებდი თხაკიკინა გოგოებს, ესენი პარლამენტარები არიან, რომლებიც კიკინებდნენ და საერთოდ როგორ შეიძლება, ასეთ მავნებლებს აზრი ჰკითხო? გოგოშკები, რომლებსაც ერთი წიგნი არ აქვთ წაკითხული გეოპოლიტიკაზე, გონზე არ არიან და ეს მათ მეტყველებას ეტყობა, გამოდიან და პროვოკატორობენ.“– ასე ეხმიანება მაია ნიკოლეიშვილი ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების მიერ, უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას აკრიტიკებენ და მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებენ.

„ლამის მსოფლიოსთვის არის ეს დაძაბულობა [რუსეთ-უკრაინას შორის არსებული ვითარება] და ამ სიტუაციაში, როდესაც დიდი საგარეო საფრთხეებია მომეტებული, მაშინ, სახელმწიფო გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს მედიაზეც და მითუმეტეს პარლამენტარებზე, რომლებსაც ძალიან გრძელი ენა აქვთ. ასეთ სიტუაციაში, ეს არის დაუშვებელი და ამ მავნებლებს, ამდენის საუბრის უფლება არ უნდა ჰქონდეთ, იმიტომ, რომ სასწორზე ჩვენი ქვეყნის ბედიც არის.

ღმერთმა ნუ ქნას, ხვალ უკრაინაში საომარი მოქმედებები რომ დაიწყოს. წავიდეთ და ვიბრძოლოთო, რა უნდა იბრძოლო?!  ნუთუ ასეთი შეზღუდულები არიან საკუთარ წვენში, რომ მართლა წარმოუდგენიათ, თითქოს რაღაც გავლენა აქვთ მსოფლიო პოლიტიკაზე, მაშინ, როდესაც ბაიდენი ამბობს, პუტინი არავის არ უთანხმებს, თუ რას გააკეთებს და მასზე ზეწოლა/ზემოქმედება არავის არ შეუძლიაო, მაშინ, როდესაც “ნატო”-ს გენერალური მდივანი ამბობს, რომ თუ დაიწყო საომარი მოქმედებები, ნატო არ შეიყვანს ჯარებს უკრაინაშიო, ამის მერე რაზე ვლაპარაკობთ? დგანან ეს თხაკიკინა პარლამენტარი გოგონები და სისულელის ტირაჟირებას ახდენენ, თან, საკუთარი ქვეყნის საწინააღმდეგოდ.

ის, რომ საქართველოს ხელისუფლება, მშვიდ და შეუმჩნევლობის პოლიტიკას ატარებს, ჩემი აზრით, დღეს, ეს არის ყველაზე სწორი და ჩვენი ქვეყანა აქამდე, მოქნილობის უნარმა მოიყვანა, თორემ სამნიძისნაირების ხელში საქართველოს ხსენებაც არ იქნებოდა“- განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა „ალტ-ინფო“-ს ეთერში სტუმრობისას.

Next Post

თორნიკე დავითაშვილი სააკაშვილზე – „ეს იქნება ჩემთვის ბოდიშის მოხდაზე მეტი…“

კვი იან 30 , 2022
761 წაკითხვაგარდაცვლილი კობა დავითაშვილის შვილი, თორნიკე დავითაშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის შესახებ რადიო „თავისუფლებასთან“ საუბრობს. მიხეილ სააკაშვილი თორნიკეს ნათლია და წარსულში, მამის პოლიტიკური ოპონენტი იყო. თორნიკე ამბობს, რომ ნათლიის არ სჯერა და რომ მიხეილ სააკაშვილი პოპულისტია. ნათლიას ნათლული სასჯელის მოხდას ურჩევს და აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი მისთვის ბოდიშის მოხდაზე მეტი იქნება. “მჯერა ადამიანის, მაგრამ ნათლიაჩემს შეცვლის არაფერი ემჩნევა. ალბათ, ვერ აცნობიერებს, […]

შესაძლოა მოგეწონოთ