რას გავაკეთებდი უკრაინაში ამ უსახურების ნაცვლად? – სააკაშვილი

1,075 წაკითხვა

პატიმარი მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქ გვერდზე პოსტი ქვეყნდება უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, ის რომ ყოფილიყო საქართველოს ხელისუფლებაში.

რას გავაკეთებდი უკრაინაში ამ უსახურების ნაცვლად, პირველ რიგში:
1. გავაგზავნიდი პრემიერს არამხოლოდ კიევში, არამედ დასავლეთის დედაქალაქებსა და თურქეთში დახმარების მობილიზაციისთვის;

2. გადავცემდი უსასყიდლოდ რამდენიმე „დიდგორს“ და ტყვიაწამლით დატვირთულ თვითმფრინავს (რაც ლიეტუვამ გაგვიკეთა 2008 წელს);

3. გამოვაცხადებდი შეთავაზებას უკრაინელი სამხედროების 1 000 მცირეწლოვანი შვილის დასვენების ჩვენს კურორტებზე;

4. შევუერთდებოდი სამთა კავშირს – ლონდონი, ვარშავა, კიევი;

5. გავაფრთხილებდი მთელ მსოფლიოს, რომ რუსეთი უკრაინის ტერიტორიებთან ერთად ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიას აპირებს (თუ მსოფლიომ წინასწარ არ იმოქმედა, რუსეთი მინიმუმ ცხინვალის ანექსიას გააკეთებს. სულ რომ ბოლომდე შეუძვრეს ივანიშვილი, ეს მისთვის არაფერს ცვლის, ვინაიდან ის დასავლეთს ექიშპება და უგებს ნიშანს და ივანიშვილი სასაცილოდ არ ყოფნის. ამ გზით ივანიშვილი დასავლეთსა და უკრაინას მაინც მოიმადლიერებდა).” ვკითხულობთ პოსტში.

Next Post

თავდამსხმელები იყენებენ ახალ ტაქტიკას ICS ქსელებიდან ანგარიშების მოსაპარად

პარ თებ 4 , 2022
1,075 წაკითხვა2021 წელს Kaspersky ICS CERT-ის სპეციალისტებმა ICS (ავტომატური მართვის სისტემა) კომპიუტერებზე მთელს მსოფლიოში გამოავლინეს ჯაშუშური პროგრამების შეტევების მზარდი რაოდენობა. თავდამსხმელები იყენებენ ფართოდ გავრცელებულ ჯაშუშურ პროგრამულ უზრუნველყოფას, მაგრამ თავად თავდასხმები ხასიათდებიან სამიზნეების შეზღუდული რაოდენობით და თითოეული მავნე პროგრამული ნიმუშისთვის ძალიან მოკლე სასიცოცხლო ციკლით. „კასპერსკის ლაბორატორიის“ ექსპერტები აღნიშნავენ, რომ თავდასხმების ხანგრძლივობა, როგორც წესი, არ აღემატება 25 დღეს. ეს ბევრად ნაკლებია იმაზე, […]