„მე მინდა ვკითხო „ოცნებას“, რატომ თქვეს უარი ჩვენს შეთავაზებაზე?“ – ნათია მეზვრიშვილი

514 წაკითხვა

„ოცნებამ“ საერთოდ დაკარგა მორალური უფლება, რომ ვინმესთან რაიმე ალიანსში დაგვადანაშაულოს, ამ გადაწყვეტილების მერე, რაც სენაკში გააკეთეს, – ასე პასუხობს პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი წევრი ნათია მეზვრიშვილი მმართველი პარტიის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გუშინ „21-ე საუკუნის საქართველოში წარმოუდგენლად კომიკური შემთხვევა მოხდა“.

მეზვრიშვილი „ქართულ ოცნებას“ კითხვით მიმართავს, რატომ არ მიიღეს ოპოზიციის შეთავაზება და რატომ არ დააყენეს სენაკში საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი.

„მე მინდა ვკითხო „ოცნებას“, რატომ თქვეს უარი ჩვენს შეთავაზებაზე? ამაზე პასუხს დღეს მამუკა მდინარაძემ თავი აარიდა. ვისურვებდი, რომ მას ამით დაეწყო თავისი სამარცხვინო ბრიფინგი დღეს. ჩვენს შეთავაზებაზე, როდესაც ვუთხარი, რომ მოსულიყვნენ სხდომაზე, დაეყენებინათ საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი და ჩვენ მას მხარს დავუჭერდით, რატომ დაიმალნენ? რატომ უწყობენ საკუთარ მოქალაქეებს სენაკში ბოიკოტს? და არა მხოლოდ სენაკში, სხვა მუნიციპალიტეტებშიც. რატომ მისცეს მითითება საჯარო მოხელეებს, აპარატის თანამშრომლებს, რომ გაქცეულიყვნენ, დამალულიყვნენ და დაეტოვებინათ სხდომა? წარმოუდგენელი რაღაც არის, პირდაპირ ეთერში დანაშაული ჩაადენინეს საკრებულოს სხდომაზე საჯარო მოხელეებს. რატომ იმალებიან საკრებულოს შენობაში „ოცნების“ წარმომადგენლები ოთახებში და სხდომას არ ესწრებიან? „ოცნებამ“ საერთოდ დაკარგა მორალური უფლება, რომ ვინმესთან რაიმე ალიანსში დაგვადანაშაულოს, ამ გადაწყვეტილების მერე, რაც სენაკში გააკეთეს“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

იპნ

Next Post

„ამერიკის მოქალაქეებმა ახლავე უნდა დატოვონ უკრაინა“ - ჯო ბაიდენი

პარ თებ 11 , 2022
514 წაკითხვააშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ შეერთებული შტატების მოქალაქეებმა დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ უკრაინა, სადაც შესაძლოა, მალე სიტუაცია მწყობრიდან გამოვიდეს. „ამერიკის მოქალაქეებმა ახლავე უნდა დატოვონ უკრაინა. ეს არ ჰგავს იმას, როცა ჩვენ საქმე გვაქვს ტერორისტულ ორგანიზაციასთან. ჩვენ საქმე გვაქვს მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს არმიასთან. ეს ძალიან განსხვავებული სიტუაციაა და ყველაფერი შეიძლება სწრაფად გამოვიდეს მწყობრიდან,“ – განაცხადა პრეზიდენტმა NBC News-თან ინტერვიუში.  

შესაძლოა მოგეწონოთ