ნიკა მელიას საგანგებო ბრიფინგი (ვიდეო)

380 წაკითხვა

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელიამ, 22 დეკემბერს ჩანიშნულ, მიხეილ სააკაშვილის სასამართლოსთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა:

“22 დეკემბერს, 11 საათზე მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი იმართება.

სასამართლო იმას კი არ წყვეტს, ვინ მტყუანია და ვინ მართალი, არამედ იმას, უნდა იცოცხლოს ქვეყნის მესამე პრეზიდენტმა თუ არა, აქვს მას სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება, თუ ეს უფლებები ქვეყანაში საბოლოოდ გაუქმებულია.

მე არაერთხელ ვთქვი, რომ ვითვალისწინებთ დაცვის სტრატეგიას, რომ ველოდებით ვერდიქტს. ვამბობდი იმასაც, რომ ნეგატიური გადაწყვეტილების შემთხვევაში ვერაფერი დარჩება ძველებურად.

მაგრამ დრო არ ითმენს, პროცესმა მიიღო იმგვარი სახე და ისე გაიწელა, რომ საბედისწერო შეიძლება აღმოჩნდეს არა მხოლოდ ნეგატიური გადაწყვეტილება, არამედ დადებითიც – თუ იგი დროულად არ იქნა გამოტანილი! არადა, თავისუფლად არის შესაძლებელი პროცესის წლის ბოლომდე დასრულება!

ყველა ვხედავთ როგორ ხდება პროცესის მიზანმიმართულად გაჭიანურება. გამომდინარე აქედან, ვითხოვთ გონივრულ ვადაში დასრულდეს პროცესი – მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უმძიმესი მდგომარეობისა და მკურნალობის გადაუდებელი აუცილებლობის გათვალისწინებით.

შესაბამისად, ხვალ ან ყველა ერთად გავიგებთ, რომ პროცესი დასრულდება გონივრულ ვადაში ან ყველამ, ვისაც გვაქვს სახელმწიფოებრივი და ჰუმანური პოზიცია, უნდა დავიწყოთ მოქმედება და გავაკეთოთ ყველაფერი – რაც შეგვიძლია და რაც არ შეგვიძლია – შესაძლებლობების ზღვარზე და მის მიღმაც!

ყველას გვახსოვს 1993 წლის დეკემბერში დატრიალებული ტრაგედია, რომელმაც
გადაწყვიტა არა მხოლოდ ერთი ადამიანის, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ბედი, არამედ ქვეყნის შემდგომი უბედობა!

ჩვენ დღეს ჯერ კიდევ გვაქვს არჩევანი, რომელიც შეიძლება სულ მალე აღარ გვქონდეს!
ჩვენ არ უნდა დავუშვათ არ გვქონდეს ეს არჩევანი, არ უნდა დავუშვათ მოკლული იქნას საქართველოს მესამე პრეზიდენტი და მასთან ერთად ქართული სახელმწიფოს მომავალი.”– განაცხადა ნიკა მელიამ.

Next Post

ვოლოდიმირ ზელენსკი ჯო ბაიდენს შეხვდა

ხუთ დეკ 22 , 2022
380 წაკითხვაუკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს თეთრ სახლში შეხვდა. უკრაინის პირველ პირს ჯო ბაიდენი და მისი მეუღლე, ჯილ ბაიდენი დახვდნენ., ოვალურ კაბინეტში შეხვედრისას ბაიდენმა ზელენსკის წლის კაცი უწოდა. პირისპირ საუბრისას ბაიდენმა უკრაინელი ხალხის მიმართ აღფრთოვანება გამოხატა, რომლებიც იბრძვიან საკუთარი ქვეყნის მომავლისთვის და აოცებენ მსოფლიოს. ბაიდენის თქმით, დღევანდელი შეხვედრაც უკავშირდება იმ საკითხს, თუ კიდევ როგორ დაეხმარონ უკრაინას.  

შესაძლოა მოგეწონოთ