ჯო ბაიდენი – საბრძოლო მოქმედებების დროს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება მესამე მსოფლიო ომის ტოლფასი იქნებოდა

135 წაკითხვა

საბრძოლო მოქმედებების დროს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება მესამე მსოფლიო ომის ტოლფასი იქნებოდა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჰელსინკში ფინელ კოლეგა საული ნიინისტოსთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„არავის შეუძლია ნატო-ში გაწევრიანება საბრძოლო მოქმედებების დროს. ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში ომში ჩათრეულები აღმოვჩნდებოდით. მესამე მსოფლიო ომში”, – განაცხადა ბაიდენმა.

უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებზე საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ, მისი აზრით, რუსეთი “მუდამ მათ გაგრძელებას ვერ შეძლებს,” ვინაიდან ამისთვის რესურსები არ ეყოფა.

მან ასევე განაცხადა, რომ ვერ ხედავს “იმის რეალურ შესაძლებლობას, რომ რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს”.

ბაიდენმა აღნიშნა, რომ აშშ-ში ყოვლისმომცველი კონსენსუსი არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანა ნატო-ში უნდა დარჩეს.

„უდავოა, რომ ამერიკელი ხალხის, კონგრესის – წარმომადგენელთა პალატისა და სენატის, ორივე პარტიის მხრიდან არსებობს ყოვლისმომცველი მხარდაჭერა… იმისა, რომ ჩვენ ნატო-სთან ერთად ვიქნებით”, – განაცხადა ბაიდენმა.

Next Post

ლევან ხაბეიშვილი - ქვების სროლით ევროკავშირში არ გველოდებიან

ხუთ ივლ 13 , 2023
135 წაკითხვაპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ევროკავშირის სამედიცინო მისიის შესვლასთან დაკავშირებით, ევროკავშირის ელჩს მადლობა გადავუხადე, ის პირადად იყო ჩართული ამ საქმეში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ევროკავშირის ელჩთან, პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, ევროკავშირის ელჩთან შეხვედრაზე საუბრის თემა ასევე იყო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და ის, თუ რა სჭირდება საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ამასთან, ხაბეიშვილის თქმით, ელჩი საქმის კურსში ჩააყენა […]

შესაძლოა მოგეწონოთ