ლევან ხაბეიშვილი – ქვების სროლით ევროკავშირში არ გველოდებიან

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ევროკავშირის სამედიცინო მისიის შესვლასთან დაკავშირებით, ევროკავშირის ელჩს მადლობა გადავუხადე, ის პირადად იყო ჩართული ამ საქმეში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ევროკავშირის ელჩთან, პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, ევროკავშირის ელჩთან შეხვედრაზე საუბრის თემა ასევე იყო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და ის, თუ რა სჭირდება საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

ამასთან, ხაბეიშვილის თქმით, ელჩი საქმის კურსში ჩააყენა იმ ინციდენტების შესახებ, რომელსაც ადგილი ჰქონდა მოსახლეობასთან შეხვედრისას.

„მინდა მადლობა გადავუხადო პოლონეთის საელჩოს და იმ ადამიანებს, რომლებმაც უზრუნველყვეს, ოთხი თვის დაგვიანებით, ევროკავშირის სამედიცინო მისიის შესვლა მიხეილ სააკაშვილთან. ცხადია, შეხვედრაზე ასევე ვისაუბრეთ კანდიდატის სტატუსზე და იმაზე, თუ რა სჭირდება ჩვენს ქვეყანას კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ჩვენ გავაგრძელებთ პენსიონერებზე ზურნვას, მათთან შეხვედრებს. ხვალ, მარტვილში „კაგებეშნიკის“ ოჯახში გაზრდილ, ირაკლი კობახიძის დაორგანიზებულ ტუტუშკებს ველოდები. დარწმუნებული ვარ, იქაც მოვარდებიან პენსიონერებთან და აუცილებლად ესვრიან ქვებს. ჩვენ არ გვაშინებს, არც ფიზიკური დაპირისპირება, არც ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლა. საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით ყველა სოფელში და ქალაქში გვექნება შეხვედრები. ველოდებით ტიტუშკებს ქვებიანად. კარგად იცოდნენ, რომ არავის ეშინია, მათავრია რომელიმე მოსული პენსიონერი არ დაშავდეს.

მოდი პირდაპირ ვთქვათ, რომ ქვების სროლით ევროკავშირში არ გველოდებიან. დღევანდელ შეხვედრაზე ასევე საუბარი გვქონდა მიშა მშვილდაძის ცემაზე, რომელიც სუს-მა დაგეგმა და უზრუნველყო. საუბარი გვქონდა ზურა ჯაფარიძის ცემაზეც. ასევე საუბარი ლევან ბერძენიშვილის ცემის ფაქტზე. ევროკავშირის ელჩი ყველაფერის შესახებ საქმის კურსში ჩავაყენეთ”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

  • -

    „მადამ სალომე, ოსტატურად ატყუებს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რეალურად, ის ივანიშვილის მოკავშირეა“

    პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს „ვფიქრობ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მოახერხა და ჩვენი დასავლელი პარტნიორები დაარწმუნა, რომ ის არის პროდასავლური კურსის ერთგული ლიდერი. მან ასევე…

    ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის – დავით ბერძენიშვილი

    ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის, – ამის შესახებ „რესპუბლიკელების“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბერძენიშვილის განცხადებაშია ნათქვამი. როგორც ბერძენიშვილი აცხადებს, საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის სწორი კონფიგურაციის გარეშე ძალიან მძიმე შედეგს მივიღებთ. „ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის!…

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *