„ასე გავაგრძელებთ? მალე ამ ქვეყანაზე კონტროლი ქართველებს აღარ ექნებათ“ – დემურ გიორხელიძე

დემურ გიორხელიძის პოსტი ფეისბუქში:

რასაც ვხედავ და მესმის, –
საქართველო გამანადგურებელი ჯინიანობისა და იდეოლოგიური მარაზმით გათელილ ქვეყნად
ყალიბდება:
დანაშაულებრივი ნეოკომკავშირული ტელევიზიები,
ე.წ. კარიკატურული ჟურნალისტები,
სასაცილო “მიმომხილველები” და
“მკვლევარები” საკუთარი თავის სრულ განადგურებაზე
მიუთითებენ:
ამ დონის ტყუილი, იდეოლოგიური სიშლეგე და
სულელური წარმოდგენები მოვლენებზე,
სრული იგნორირებაა მსოფლიოს წამყვანი პროგრესული
მედია-საშუალებების შეფასებისა
უკრაინის ტრაგედიის ხარჯზე ხუნტრუცი და
დაღუპულებისა და ჩამოდგებულების თვლა
მიუთითებს რა ველურ მდგომარეობამდე მისული
დღეს ქართული საზოგადოება!
რა ხდება რეალურად?!
უკრაინის საკითხი მალე დასრულდება,
მაგრამ ეს არა უკრაინის, არამედ მისი პარაზიტი ხელისუფლების დასასრული იქნება.
უსერიოზულესი
The National Interest (აშშ) ურჩევს ზელენსკის თავშესაფარი
ეძებოს სადღაც გარეთ. მაგრამ ამერიკელებმ კარგად იციან
მოსალოდნელი გაგრძელება და სვამენ კითხვას:
“პუტინური ომი გასცილდება უკრაინას?!”
თუ რაიმე დიდი შეთანხმება არ იქნა მიღწეული,
შემდეგი იქნება ნატოს ერთ-ერთი აღმოსავლეთ ევროპის ან ბალტიისპირეთის ქვეყანა.
ეს დღესავით ნათელია!
ნორმალურ ადამიანს არ შეიძლება ეს მოსწონდეს,
მაგრამ იქ, სადაც გეოპოლიტიკური ინტერესები არ არის
დაბალანსებული, დაპირისპირება გაგრძელდება და
დასრულდება სრული თანხმობით: კარგია, თუ ეს
მიღწეული იქნა მხოლოდ უკრაინის ტრაგედიით, თუ
არადა, ფართომასშტაბიან ომს წინ არაფერი უდგას.”
მე ძალიან მიჭირს ამის წერა, მაგრამ ჩემი პასუხისმგებლობა უდიდესია:
არსად გავრბივარ!
ათწლეულები არანორმალურ შრომაში იმიტომ არ გავლიე, იდეოლოგიზირებულ ნეოკომკავშირულ და ნეობოლშევიკურ თანამედროვე ნაგავს დავემსგავსო!
რასაც ვწერ, – გონიერი ხალხისთვის ვწერ!
ჩვენ ერთი ქვეყანა გვაქვს!
ასე გავაგრძელებთ?!
მალე ამ ქვეყანაზე კონტროლი ქართველებს აღარ ექნებათ!
  • -

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომის დაწყებისას აღნიშნა, დღეს კანონპროექტში დეპუტატებს, მესამე მოსმენის ფარგლებში, მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნების შეტანის შესაძლებლობა…

    „კასპერსკის ლაბორატორია“: 2023 წელს ყველაზე მეტად თავს დაესხნენ ინდუსტრიას, ფინანსებსა და  IT

    2023 წელს, რუსეთსა და დსთ-ში, ორგანიზაციები ინდუსტრიის (რეგიონში ინციდენტების მთლიანი რაოდენობის 20%), ფინანსების (17%) და IT (8%) სფეროებში ყველაზე მეტი კიბერშეტევების წინაშე აღმოჩნდნენ. ეს არის ყოველწლიური ანალიტიკური ანგარიშის მონაცემები, რომელიც…