„დიდი ბოდიში ახლა, მაგრამ უკვე ნამეტანია“ – ნიკა გვარამია

884 წაკითხვა

ნიკა გვარამიას პოსტი ფეისბუქში:

დიდი ბოდიში ახლა, მაგრამ უკვე ნამეტანია. ცოტა “დახოცილებში შეგვეხიდეთ, თქვენიც მოკვდეს ერთი ორი” მოწოდებაა. თან, არავის ეს არ აწყობს, რუსეთის გარდა. ასე რომ, ყველაფერი, რაც უკრაინულადაა ნათქვამი, არც სწორია და არც სამართლიანი.
მესმის მდგომარეობის მთელი ტრაგიზმი, მესმის საქართველოს ხელისუფლების სრული სამარცხვინოობა, მაგრამ ამ მოწოდებას ვერ ამართლებს ვერც ერთი და ვერც მეორე, და ვერც მათი ჯამი. მთელი მსოფლიო ეხმარება უკრაინას. ჩვენს ქვეყანაშიც იდგა 2008 და ამის მეათასედი დახმარებაც არ იყო. ახლა, რასაც მსოფლიო ქართულ გაკვეთილებს ეძახის და რასაც მნიშვნელოვანწილად ეფუძნება უკრაინის ცალსახა და ერთიანი მხარდაჭერა, 2008 წელს დაღუპული ქართველი სამხედროების თუ მოქალაქეების ძვლებზეც დგას. მსოფლიოსთვის ეს შეიძლება გაკვეთილებია, ჩვენთვის კი დაკარგული სიცოცხლეები და გაუბედურებული მშობლები, შვილები, მეუღლეები, დები, ძმები, მეგობრები.
“თუ დნესტრისპირეთი და საქართველო, დღეს ყველანი დაკავებულნი იქნებიან თავიანთი ტერიტორიების დაბრუნებით,უფრო მეტიც, პოლონეთს ჯერ ოფიციალურად არ გამოუთქვამს პრეტენზია კალინინგრადის რეგიონზე, ეს აუცილებლად დაგვეხმარება, რადგან რუსებს ექნებათ რაიმე გასაკეთებელი გარდა ჩვენი ქალაქებისა და სოფლების განადგურებისა, ჩვენი ბავშვებისა და ქალების მკვლელობისა, – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
დანილოვის თქმით, რუსეთის ფედერაციის ინტერესების სფეროში, სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე, დამატებითი ფრონტების გახსნა დიდად დაეხმარება უკრაინას რუსეთის თავდასხმასთან ბრძოლაში.
„როგორ დასრულდება ეს ვითარება, ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ თუ რუსეთის ფედერაციისთვის გაიხსნება მეორე ფრონტი, ეს ძალიან დაგვეხმარება”, – აღნიშნა დანილოვმა.
„საქართველო, რბილად რომ ვთქვათ, არც თუ ისე სწორად იქცევა“- დასძინა მან.”

Next Post

რა შეზღუდვები იხსნება ხვალიდან

კვი მარ 27 , 2022
884 წაკითხვა28 მარტიდან ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება იხსნება და ის ნებაყოფლობითი ხდება. შეზღუდვა დახურულ სივრცეში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში უცვლელი რჩება. ხვალიდან საზოგადოებრივი კვების ობიექტებში ადამიანთა რაოდენობრივი შეზღუდვა უქმდება, ეს ცვლილება ასევე ეხება სპორტულ, სახელოვნებო, თუ სხვა სახის ღონისძიებებს, მათ შორის სოციალურ ღონისძიებებს. ხვალიდანვე, ე.წ. დისტანციურ რეჟიმზე მყოფი თანამშრომლები დაუბრუნდებიან სამუშაო ადგილებს. ამასთან, 28 მარტიდან უქმდება თვითიზოლაციის ვალდებულება საქართველოს იმ […]