„ღია წერილი ომის ვეტერანებს“ – აკია ბარბაქაძე

671 წაკითხვა
აკია ბარბაქაძის პოსტი ფეისბუქში:
ღია წერილი ომის ვეტერანებს
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორ, გენერალ კობა კობალაძეს.
კობა, ჩვენ თანამებრძოლები ვიყავით 1992-93 წლებში. ჩვენს გვერდით საქართველოს ბევრი ღირესეული მოქალაქე, უბრალოდ კარგი ადამიანი, ჩვენი მეგობარი იბრძოდა, თავს წირავდა დამოუკიდებლობისათვის, ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისი ოცნების საქართველოსთვის.
გუშინ ერთი უღირსი პოლიტიკოსი შეეცადა სულში ჩაეფურთხებინა ჩვენთვის. თავისი გაურკვეველი ღირებულების, პოლიტიკური მიზნის მისაღწევად, ვინმე კობახიძემ, ერთი ხელის მოსმით გადახაზა ათასობით ჩვენი თანამებრძოლის თავგანწირვა, შეურაცყო დაღუპული გმირების ხსოვნა. თურმე “სნგ” -ში შესვლაზე უარმა გამოიწვია ომი და შემდგომ მაინც შევედით რუსულ თანამეგობრობაში. მმართველი პატრიის თავჯდომარე კობახიძე, არწმუნებს საზოგადოებას, რომ ჩვენი ბრძოლა უაზრო იყო, ხოლო რუსეთის სურვილების დაუყონებლივ შესრულება გონივრული, სწორი ნაბიჯი იქნებოდა.
კობა, ბატონო გენერალო, მე იმედი მაქვს, რომ შენ, როგორც ვეტერანი და ვეტერანთა ღირსების დამცველი, ჩემსავით აღშფოთებული ხარ!. დარწმუნებული ვარ პასუხს მოსთხოვ, ბოდიშს მოახდევინებ კობახიძეს ამ სულმოკლე და უგუნურ განცხადებისათვის.
ვეტერანი აკია ბარბაქაძე

Next Post

„ძალიან მძიმედ ვარ მართლა“ - ირინა სარიშვილი

სამ მარ 29 , 2022
671 წაკითხვა ირინა სარიშვილის პოსტი ფეისბუქში: ძალიან მძიმედ ვარ მართლა. ყოფითი პრობლემები, რომლებიც ყოველდღიურად იმატებს ისე რომ დილით გაღვიძების გეშინია… ეს პრობლემები რა მოსატანია უკრაინასთან მაგრამ ადამიანი ვარ და მეფიქრება მაინც… უკრაინა, რომელიც მე პირადადაც მეხება… ყველა ბავშვის დანახვაზე ცრემლები მომდის, საკუთარ პატარებსაც ვტირი და ისე ვეფერები… მოკლედ აი ასე დახუნძლული ემოციებით მივბოდიალობ ჩემთვის პურზე და ისე გავცდი მაღაზიას და […]