ახალ კორპუსში ცხოვრების უპირატესობები

488 წაკითხვა

სახლის ყიდვა შესაძლოა რთულ ამოცანად გეჩვენებოდეთ. მყიდველი მუდმივად დარდობს, თუ როგორი ტიპის ბინა და კორპუსია თქვენთვის ყველაზე შესაფერისი. საქართველოში უკანასკნელი ტენდენციები აჩვენებს ახალი ბინების ყიდვისკენ მიდრეკილებას. ახალაშენებულ კორპუსებს ახასიათებს მრავალფეროვნება და განსაკუთრებული კეთილმოწყობა, რაც მათ უძრავი ქონების მომგებიან ვარიანტად აქცევს.

თუ ფიქრობთ, ღირს თუ არა ახალაშენებულ ბინაში საცხოვრებლად გადასვლა, ეს სტატია თქვენთვისაა, რადგან წარმოგიდგენთ ახალი ბინების უპირატესობებს და განვიხილავთ, თუ რატომ სჯობს ახალი ძველს.

რატომ ავირჩიოთ ახალი კორპუსი?

ახალ კორპუსს მრავალი უდავო უპირატესობა აქვს:

  • თანამედროვე შენობების დიზაინი ეფუძნება უახლეს ტენდენციებს არქიტექტურასა და მშენებლობაში.
  • მშენებლობაში გამოყენებულია ყველაზე მაღალ სტანდარტთან შესაბამისი მასალები და ტექნოლოგიები.
  • ახალ კორპუსებში მყიდველებს სთავაზობენ ბინის სართულისა და ფართის დიდ არჩევანს. რაც უფრო ადრე გადაწყვეტთ მშენებარე კორპუსში ბინის შეძენას, მით უფრო ფართოა თქვენი არჩევანი.

თუმცა, რა თქმა უნდა, ყველა მშენებელი კომპანია ამ სტანდარტებს არ შეესაბამება. ამიტომ, ყიდვამდე, აუცილებელია მოიძიოთ ინფორმაცია და ითანამშრომლოთ კომპანიასთან, რომელმაც ხარისხი უკვე დაამტკიცა. ასეთია „დომუსი,“ რომელიც 2015 წელს დაარსდა და უკვე მრავალი პროექტის წარმატებით ჩაბარებაც შეძლო.

„დომუსი,“ თავის მომხმარებლებს, არა მხოლოდ ხარისხს, არამედ მშვიდ და უსაფრთხო გარემოსაც ჰპირდება. ფუნქციონირებადი სამეზობლოებიც ახალ-აშენებული კომპლექსის უპირატესობაა.

უბნის უსაფრთხოება

საერთო უსაფრთხოება ახალი ბინების კომპლექსში, ძველთან შედარებით, საგრძნობლად გაზრდილია. ახალი ბინების კომპლექსები ითვალისწინებს უსაფრთხოების ზომებს, როგორიცაა დაცვა, CCTV მონიტორინგი, ჩიპი სადარბაზოს კარისთვის, ლიფტის კოდები და ა.შ.

მრავალფეროვნება

თანამედროვე ბინები აღჭურვილია მრავალფეროვანი კეთილმოწყობით, რომელიც თქვენი ცხოვრების სტილს შეესაბამება. მაგალითად „დომუსის“ ბინები ჭავჭავაძეზე თითოეულ მობინადრეს მიწისქვეშა ავტოსადგომს სთავაზობს.

არქიტექტურული დახვეწილობა

ალბათ, ყველას მოგვბეზრდა თბილისის გაცრეცილი, ნაცრისფერი, ცივი კორპუსები. თანამედროვე შენობების ერთ-ერთი მთავარი დანიშნულებაა დახვეწილი არქიტექტურული იერსახე და კომფორტის უმაღლესი დონე.

ბინები ვაკეში, რომელიც „დომუსმა“ უკვე წარმატებით ჩააბარა მობინადრეებს, სწორედ გამორჩეული იერსახით იწონებს თავს. პრემიუმ კლასის აპარტამენტებთან ერთად, ამ კორპუსს ამშვენებს მწვანე არქიტექტურა და მწვანე სახურავი მრავალფეროვანი მცენარეებით. ყველაფერი, დაწყებული მისაღები ვესტიბიული კონსიერჟით, მაღალი ჭერითა და დახურული ვერანდებით, დასრულებული დეტალებამდე, როგორიცაა ალუმინის კარ-ფანჯარა გასაცურებელი გამღები სისტემით და დაბალემისური მინებით „დომუსი ვაკის პარკთან“ ყველასთვის საოცნებო საცხოვრებელ კომპლექსად აქცევს.

ახალ ბინაში გაქვთ მისი მოწყობისა და გალამაზების სრული თავისუფლება

სახლი მისი მაცხოვრებლის გემოვნებასა და ინტერესებს უსვამს ხაზს. მაშინაც კი, თუ ბინის შეძენისას მშენებლობა უკვე დასრულებულია, მისი პერსონალიზების შესაძლებლობა მაინც გექნებათ. ყველაფერი თქვენი, თითოეული დეტალი ფრთხილად შერჩეული, გააზრებული იქნება და თქვენი ახალი ბინა მალევე გახდება თქვენი საყვარელი სახლი.

 

Next Post

თანამედროვე საკეტების უპირატესობები სამუშაო სივრცეებში

ხუთ ივნ 30 , 2022
488 წაკითხვაკომპანიაში თუ ისევ ძველებურ საკეტებს იყენებთ, ცვლილების დროა. თუ ფლობთ ბიზნესს, თქვენი შენობის უსაფრთხოება, სავარაუდოდ, ერთ-ერთი პრიორიტეტია. მიუხედავად იმისა, რომ CCTV კამერები და განგაშის სისტემები შესანიშნავი გზაა პოტენციური თავდასხმების შესაჩერებლად და თქვენი შენობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ძლიერი და უსაფრთხო საკეტის მნიშვნელობაც არ უნდა დავივიწყოთ. თუ თქვენი სამუშაო ადგილის საკეტები დიდი ხნის განმავლობაში არ შეცვლილა ან მოძველებულია, მათი განახლება ახლა უკვე […]