„ძალიან მძიმედ ვარ მართლა“ – ირინა სარიშვილი

542 წაკითხვა
ირინა სარიშვილის პოსტი ფეისბუქში:
ძალიან მძიმედ ვარ მართლა.
ყოფითი პრობლემები, რომლებიც ყოველდღიურად იმატებს ისე რომ დილით გაღვიძების გეშინია…
ეს პრობლემები რა მოსატანია უკრაინასთან მაგრამ ადამიანი ვარ და მეფიქრება მაინც…
უკრაინა, რომელიც მე პირადადაც მეხება…
ყველა ბავშვის დანახვაზე ცრემლები მომდის, საკუთარ პატარებსაც ვტირი და ისე ვეფერები…
მოკლედ აი ასე დახუნძლული ემოციებით მივბოდიალობ ჩემთვის პურზე და ისე გავცდი მაღაზიას და ჭავჭავაძეზე აღმოვჩნდი ვერ გავიგე…
უცებ ვხედავ პატარა გოგონა, ასე 7-8 წლის იქნება მოდის ჩემთან, ხელებს მხვევს, დავიხარე ჩასახუტებლად, პატარა თითები გულზე დამადო, სადაც უკრაინის დროშის გულსაბნევი მიკეთია წარწერით და თავის ულამაზეს ენაზე მეუბნება მადლობას. მერე ახალგაზრდა ქალიც მოვიდა, ვისთან ერთადაც იყო, ალბათ დედა, გადამეხვია და ისიც მადლობას მეუბნება! რისთვის ხალხო! გულსაბნევისთვის!
მოვიგებთ აბა რა!
დიდება უკრაინას!

Next Post

„რისთვის ჩახოცეთ და ჩაახოცინეთ საჯიშე ბიჭები? ეს მართლა კლოუნი, ესა!“ - თამარ მოლაშვილი

ოთხ მარ 30 , 2022
542 წაკითხვაჟურნალისტი თამარ მოლაშვილი სოციალურ ქსელში წერს: ამათთან გინოდათ მეორე ფრონტის გახსნა ნაძირალებო? ბათუმში ორ სამხედრო გაუბედურებულ ხომალდს რომ გამოგიგზავნით ამერიკა და სიხარულისაგან დდახტიხართ!!! ისევ ბათუმში დგანან, ნეტავ?! რუსებმა უკრაინელებს საჰაერო სამხედრი იარაღი არ დაუტოვეს. ფაქტიურად განადგურებულია სამხდერო ტექნიკა, ყველა სამხედრო ბაზა. კიევის აღებას რუსები რომ არ დიწყებდნენ, ვისაც ცოტა ტვინი აქვს, უნდა მიმხვდარიყო. დღეს მოლაპარაკებისას უკრაინამ იმაზე მეტი შესთავაზა […]
მოლაშვილი