„აზოვის“ ბატალიონმა ახალი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, როგორ ესხმიან თავს უკრაინული ძალები რუსულ სამხედრო კოლონას მარიუპოლში.
დრონით გადაღებულ ვიდეოში ნაჩვენებია ექვსი მანქანისგან შემდგარი კოლონა, რომელიც მარიუპოლის „მეტალურგების გამზირზე“ მოძრაობს. ვიდეოში ჩანს, როგორ ისვრიან უკრაინელი ჯარისკაცები კოლონის მიმართულებით.
ამის შემდეგ კადრში ჩანს, როგორ იწვიან რუსული მანქანები, რომლებზეც სიმბოლო “Z”-ია გამოსახული. ვიდეოში ასევე ჩანს, როგორ ისვრიან უკრაინელი ჯარისკაცები ხელყუმბარებს რუსი ჯარისკაცების მიმართულებით, რომლებიც თავს აფარებენ ერთ-ერთ ავტომობილსა და აგურის კედელს შორის.